kids.ge logo

* * *

ფავორიტებში დამატება

დათამ იპოვა სიზმარში დევის პატარა შვილიკო,
და მასთან ახლოს მიმსვლელი აბა სიზმარშიც ვინ იყო?
რადგანაც შემორჩენილა პრეისტორიულ ხანიდან,
მოვუვლი და არ გადმოვსვამ არასდროს ჩემს მანქანიდან.
ფიქრა დათამ: წავიყვან, კარგი ვინმეა მომწონსო,
ვაჭმევ ფაფებს და მურაბებს, რძეს კი ბოთლიდან მოწოვსო.
დავმალავ არ შეშინოს ჩემი დედა და მამიკო,
ზოგიერთ ბავშვს კი ვანახებ, იქნებ იმათმა გამიგონ.
და როცა ახლოს მივიდა, არ ვტყუი ვამბობ მართალსო,
მძინარეს გამოეღვიძა თავის ოთახში დათასო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სწავლა იწყებასექტემბერია, სწავლა იწყება, ჩანთას და წიგნებს მყიდულობს დედა, ცოტა გრძელი მაქვს ლურჯი შარვალი, მაგრამ ძალ...ნუ მოჭრი - დარგე!დაზამთრდა და ნაძვის ხისთვის ტყეში მიდის გიგო, დიდი ნაძვი უნდა მოჭრას  სახლში წამოიღოს. ხელოვნური ნაძ...ვარდს სიყვარული ეწვია სანამ ეკალს შეამჩნევდი მოგეწონა კოკორი,  თქვი: - ასეთ პაწაწინას სურნელი აქვს როგორი?..  მოეფერე...სწრაფი ბაჭია ბედურაერთი თეთრი ბაჭია ბაღიდან გამოიქცა, აბა, ეს რა წესია, მგონი ცუდად მოიქცა. დაედევნა დარაჯი, მიჰყვნენ მასწავ...შემოდგომაწვიმა ტოტზე ქანაობს, ქარი ზუზუნს ვერ მორჩა, ტყე გაყვითლდა სიმწვანე ალაგ-ალაგ შემორჩა. მუხამ ჩაიბუტბუტა: -...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026