kids.ge logo

სწავლა იწყება

ფავორიტებში დამატება

სექტემბერია, სწავლა იწყება,
ჩანთას და წიგნებს მყიდულობს დედა,
ცოტა გრძელი მაქვს ლურჯი შარვალი,
მაგრამ ძალიან მიხდება ზედა.
15 სექტემბერს სკოლაში წავალ,
გრძელი ზარის ხმა მიგვიწვევს კლასში,
“როგორა ხარო? “ - მკითხავს მარიტა
და ძველ სიმორცხვეს ვიგრძნობ მის ხმაში.
“მომენატრეო!” - მეტყვის ილია,
იცრემლება ეგ დათვის ბელი,
გაბადრება ვიცი გიორგი,
გადამეხვევა ორივე ხელით.
გესალმებიან მასწავლებლები,
პატარა რომ ხარ დაგავიწყდება…
სეა, როცა სექტემბერია,
სეა, როცა სწავლა იწყება.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026