kids.ge logo

მე და ღამე

ფავორიტებში დამატება
ეხლა როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუღამე იწვის, დნება,
სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება.
მთვარით ნაფენს არემარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს,
სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ ისამანს.

ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,
სე არის სავსე გრძნობით, ვით რითმებით ეს წერილი.
სადუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული,
სე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული.

დიდი ხნიდან სადუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ,
არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ.
რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული,
ან რა არის მის სიღრმეში საკუნოდ შენახული.

ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიქრს წუთი წუთზე უმესი,
სადუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი.
ვერც ძილის დროს ნაზი ოხვრა და ვერც თასი ღვინით სავსე,
ვერ წამართმევს, რაც გულის ბნელ სიღრმეში მოვათავსე.

მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ,
ცის ჩემი სადუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ.
ცის - როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე,
ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ობელისკიობელისკს, თეთრი მხრიდან მოტანილს, ჩვენ შევცქეროდით ძახილით: დაგმეთ ეჩვენებოდათ ქვის თლილი ტანი ყველასთვის...წელიწადები წავლიან ძველნიდღეები ბრუნავს,ვით კამათელი და ყვავილების არის მრავლობა. ჩემთვის დღესავით არის ნათელი, რას იტყვის ჩემზე შ...კაკლის ხე მთაწმინდაზეთითქო დაეშვა შავი ფარდები, ღამის წყვდიადში ისე მწარდები. ცივია გული? არ შეუყვარდი? არაფერია, შეუყვარდები....წუხელი, ღამით ქარი დაჰქროდაუხელი, ღამით ქარი დაჰქროდა დადიდხანს, დიდხანს არ დამეძინა; მე მქონდა ბინა, თავშესაფარი, მაგრამ ქარიშხალს ...სიბერემე მიღალატეს ძველმა რითმებმა (ძველ მეგობრებსაც ვამჩნევ მე ღალატს), თუმცა მე მასთან მიყვარდა შებმა_ ეხლა რ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026