kids.ge logo

ფშავლის სიმღერა

ფავორიტებში დამატება
მკვდარი ნუვისსა გგონივართ,
გრძნობა-მიხდილი ლეშია,
კიდევაც მიდუღს ვაჟასა
მთირი სისხლი მკერდშია.
რად-რა დავკარგავ იმედსა?
რად-რა ჩავიცვამ შავებსა?
რა მაქვს მე სამგლოვირო,
ვენაცვლე შენსა თვალებსა?!
სანამ კი ვსუნთქავ ბედკრული,
შევყურებ მზეს და მთვარესა,
შენს სიბეჩავეს დავაცვეთ
ჩემს დაწყლულებულს მკლავებსა.
თუ გიღალატო, დედაო,
ნუმც დავიმარხო მთაშია,
ნუ დასდვან ვაჟის ფშავლისა
ხმალი სატირლის თავშია.

ნუ დამიტიროს ქალ-რძალმა
საკაცეზედა კარშია;
შავეთში გამგზავრებულსა
ცხენი წამექცეს წყალშია;
ქვეყნისგან შაჩვენებულმა
ბინა დავკარგო ცაშია,
გამიწყდეს ბეწვის ხიდაი,
ჩავვარდე კუპრის ზღვაშია!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ხევზედ მიდიან ნისლებიხევზედ მიდიან ნისლები, გაჩქარებულნი, მღერითა. როგორ ხარობენ ტივლები, რომ მიწას ჰფარვენ ბნელითა! ვეღარას ვ...მე შენი ტრფობით ვერ გავძეხმე შენის ტრფობით ვერ გავძეხ, შენ — ჩემის სიძულვილითა. ვერ გიღალატებ მაინცა, თუნდ ხორცს ვიგლეჯდე კბილითა, ...ილიას საღამოფშავის ხევიდან ვესტუმრე დღეს იმერეთის მხარესა. ამ ტურფა არემარეში ფიქრებს განვიცდი მწარესა. ვდღესასწაულობ...სიკვდილი გმირისაცის ქუხილივით გაისმა სოფლად სიკვდილი გმირისა, რომ ვერ უშველა ექიმმა, ზის და ჩუმადა ტირისა. ვერც მკითხავებ...არწივიკარგ ყმად ვინა ვსთქვათ, ვაჟებო, ნათქვამი არა გვცხვენოდეს, მსმენლის გულს აბორგოვებდეს, არავის არა სწყენოდე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026