kids.ge logo

ძველი ქართული ანდაზა

ფავორიტებში დამატება
ძველი ქართული ანდაზა
ტყვის: სოფელი დიდია!
რამ გადიდა, ანდა სად?
სოფელს ბოქლომი ჰკიდია!

რაჭა-ლეჩხუმი მშობელი
გაცლილა, გათხელებულა,
ტყეს გადუვლია სოფელი,
სოფელი გატყევებულა.

ვზივარ ჭვარტლიან ბუხართან,
ცრის ნოემბერი მტირალა.
გამახსენდება წვიმაში
ბაბუჩემი ფირანა.

სიტყვა იცოდა ჯიბრით,
ტყოდა მხოლოდ მთავარზე:
ქიდანა და ჭიბრევს
თხა გევიდოდა ყავარზე!..

სარკმელში მთათა გრეხილი,
ყავარზე წვიმა არ ცხრება,
შებერებულა ხეხილი,
მოლურჯო პური არ ცხვება,

კახაბლებს აღარ ამყნობენ,
ღარ თესენ და არ ხნავენ,
ქორწილზე არას ამბობენ,
მარხვით
ჯერ კიდევ მარხავენ...

მე უნდა გავხდე გოროზი,
არ წავიქცე და არ წავხდე
ლებანიქედის ბოლოში
გიჟივით მარტო დავსახლდე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გზას მოსდევს პოეტი...გზას მოსდევს პოეტი კლდოვანი ფერდობით, მოსტოპავს ბილიკებს ეკლიან ჯაგებით _ არის ბედნიერი ის ხალხთან ერთობი...უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთიუფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი არა დაღვრილის, _ დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა, არავითარი სხვა სამშო...ციცოწყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო, მწყურვალს დაგტოვებსო, ჩაჰყვები ვინცო, ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევი...მელიქიშვილის გამზირიმელიქიშვილის გამზირი, ია, ვარდი და ბზა... უშენოდ ვეღარ გავძელი, ჩემი ბალღობის გზავ. გზად სტუდენტობა იჩქარ...გოგონა კითხულობდა...გოგონა კითხულობდა ლექსს, ძვირფასს, მღელვარებით და სულის ფორიაქს ამაოდ მალავდა... უფსკრულში დაეშვა მუქლურჯ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026