kids.ge logo

სკოლისაკენ!

ფავორიტებში დამატება

დილით ადრე ამდგარმა
მოგიძღვენით სალამი,
ჩავალაგე ჩანთაში
წიგნები და კალამი.

უკვე წავალ სკოლაში
მეგობერები მელიან,
ვნახავ მასწავლებლებსაც,
ო, დელია, დელია.

გრძელი იყო ზაფხული,
მეყო ცეკვა-თამაში,
ახლა სწავლა მწყურია,
გამეჯიბრეთ სწავლაში.

დედა ლოცვით მაცილებს,
ცრემლით თვალდანამული,
უნდა კარგად ვისწავლო
და გავუხარო გული.

ოჯახს პირობას ვაძლევ
თავი იგრძნონ დაცულად.
ვისწავლი და ვიცხოვრებ
მამასავით კაცურად.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დიდი დიასახლისიუკვე დიდი გოგო ვარ, არ მჭირდება დათმობა, საქმე უნდა ვაკეთო, მეყო ბევრი გართობა. დილით ხელ-პირს დავიბან, მ...მიხო ბიჭი ზოოპარკშიმიხო ბიჭმა წელს პირველი კლასი დაამთავრა ექსკურსიით მისი კლასი ქალაქს გაემგზავრა. სამებაშიც მოიარეს და მთა...საჩუქრებიერთხელ დაბადების დღეზე მომიტანეს ბურთები, ჭრელა-ჭრულა ბაფთებით შეფუთული ფუთები. ზოგში თოჯინა იყო, ზოგში თ...ფუტკარიფუსფუსით, ბზუილ-ბზუილით, საით მიფრინავ ფუტკარო? ყვავილებს მიუალერსებ დედიკოს ასე უთხარო. ვიშრომებ ცოტას, ...პატარა მეცნიერივარ პატარა მეცნიერი, საკვლევი მაქვს ცა და მიწა, მაქვს გლობუსი სატრიალო, საკუთარი დედამიწა. აკრავს ოთხი ოკ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026