kids.ge logo

სკოლისაკენ!

ფავორიტებში დამატება

დილით ადრე ამდგარმა
მოგიძღვენით სალამი,
ჩავალაგე ჩანთაში
წიგნები და კალამი.

უკვე წავალ სკოლაში
მეგობერები მელიან,
ვნახავ მასწავლებლებსაც,
ო, დელია, დელია.

გრძელი იყო ზაფხული,
მეყო ცეკვა-თამაში,
ახლა სწავლა მწყურია,
გამეჯიბრეთ სწავლაში.

დედა ლოცვით მაცილებს,
ცრემლით თვალდანამული,
უნდა კარგად ვისწავლო
და გავუხარო გული.

ოჯახს პირობას ვაძლევ
თავი იგრძნონ დაცულად.
ვისწავლი და ვიცხოვრებ
მამასავით კაცურად.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გურია და ბიჭი ლექსოშვილის სიყვარულში მდგარმა გრძნობა ლექსად უნდა ვლექსო, სანიმუშოდ მეგობრობენ გურია და ბიჭი ლექსო. ხან მიწაზ...დიდი დიასახლისიუკვე დიდი გოგო ვარ, არ მჭირდება დათმობა, საქმე უნდა ვაკეთო, მეყო ბევრი გართობა. დილით ხელ-პირს დავიბან, მ...ფუტკარიფუსფუსით, ბზუილ-ბზუილით, საით მიფრინავ ფუტკარო? ყვავილებს მიუალერსებ დედიკოს ასე უთხარო. ვიშრომებ ცოტას, ...წიწილაბებიასთან სოფელში ვარ ახალი ჩასული, სხვენში თავის კვერცხებზე კრუხი დამხვდა დასხმული. სანახავად მისულებს ნ...საზამთრობავშვებისთვის ათასფერად მოხატული ხილი: ვაშლი, მსხალი, ატამი და საკნატუნო თხილი, თურმე სასარგებლო არის, რო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026