kids.ge logo

- დამაცადეთ!

ფავორიტებში დამატება

ხშირად ჭკუას მარიგებენ,
ხშირად კიდეც მტუქსავენ,
მას ჩემთვის აკეთებენ,
და ამას ხაზს უსვამენ.

სწავლა თურმე საჭიროა,
ბებო წიგნით დადგება,
თურმე როცა გავიზრდები
მერე გამომადგება.

ჯერ ბავშვობა დამაცადეთ,
ჯერ თამაში მჭირდება,
როცა გავიზრდები, კითხვა
მეც არ გამიჭირდება.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მელაკუდა მელიამელაკუდა მელია, გიყვარს ღამე ბნელია, ჩემს დედალზე, იცოდე, არ წაგიცდეს ხელია, ყასაბა და ბასარა საქათმესთან...ვაშლის ქურდებისაღამოს სოფლის ბოლოზე ერთად მოვგროვდით ბავშვები, რომ მოგვეპარა საჭმელად ჩუმად მეზობლის ვაშლები. დილით პატ...ხილთა ქება*** ქარის ზუზუნ-ზუზუნით, ნაირ ფერთა ქარაგმით, შემოდგომა მოსულა, ხვავითა და ბარაქით. *** ბაღჩით, ხილი-ბოსტ...წიწილაბებიასთან სოფელში ვარ ახალი ჩასული, სხვენში თავის კვერცხებზე კრუხი დამხვდა დასხმული. სანახავად მისულებს ნ...სკოლისაკენ!დილით ადრე ამდგარმა მოგიძღვენით სალამი, ჩავალაგე ჩანთაში წიგნები და კალამი. უკვე წავალ სკოლაში მეგობერები...

ნახატი ლექსები

ლექსზე „- დამაცადეთ!“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026