kids.ge logo

შემოდგომა

ფავორიტებში დამატება

შემოდგომა შემოსულა,
ეს რამდენი ფერებია,
ღირსელი მოსავალით,
ქება შეუფერებია.

სად ყურძენი იკრიფება
სადღაც მაჭრის დუღილია,
სადაც კი არ გახედავ
ყველგან შრომის ქუხილია.

ზვრების თავზე, წკრილა ხმით
ფანდურს უკრავს ბიჭი ლალე,
დაამღერებს ვაჟკაცურად:
_შემოდგომა გენაცვალე!

რა კარგია შემოდგომა,
ეს ხები თავდახრილი,
ამრავი სასუსნავი,
მრავალფეროვანი ხილი,

ბებოს დაჭრილ ჩამიჩებს
მზე გაგვიშრობს თაკარა
თხილიც ძაფზე ავაცვით,
მოვადუღეთ თათარა,

ამოვავლეთ ჩურჩხელა
გასაშრობად გავკიდეთ,
სხვენში ხილს შევინახავთ
კიდოსაც დავკიდებთ.

ამ ყველაფრის შემყურე
ხარობს შრომის ამქარი
ლალე ფანდურს ჩამოჰკრავს
არ აშინებს ზამთარი.

ბებო ლოცავს ღიმილით,
შენ იხარე მრავალ წელს,
ამ თხილით და ჩურჩხელით
მოგილოცავ ახალ წელს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვაშლის ქურდებისაღამოს სოფლის ბოლოზე ერთად მოვგროვდით ბავშვები, რომ მოგვეპარა საჭმელად ჩუმად მეზობლის ვაშლები. დილით პატ...თაფლის ქურდი_ აქლემის და ნემსის ქურდი თურმე ყველა ერთია! _ ანდაზების ახსნას ითხოვს ცელქი ბიჭი ბერდია. შეკითხვებით შეგ...ველოდებით ახალ წელსშემოდგომის მაგივრად შემოსულა ზამთარი, მახარობლად მობრძანდა თოვლის ფიფქთა ამქარი. მოიბუზნენ ჩიტები, გულწით...კვერცხიამ დილით შავმა დედალმა ეზო აიკლო კაკანით, კვერცხი დაედო ამ ამბავს ყვებოდა დიდი ქაქანით. ოცთეთრიანი კვერცხ...ზაფხულიგაზაფხულდა, არე-მარე მოიხატა ათასფერად, საზაფხულოდ ვემზადები, მე სოფელში წასასვლელად. აღარ მინდა თქვენი ბ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026