kids.ge logo

ბებო

ფავორიტებში დამატება

დამიბერდა ბებიკო,
ჭირს ნემსის აგება,
ამ ბოლო დროს საუბრის
უძნელდება გაგება.

ნეტა ვიყო მე დიდი
ბებოს მე მოუვლიდი,
თვალებს კიდე ვუშველი
და სათვალეს ვუყიდი.

ყურზეც რაღაცას ვიზამ
არ მაშინებს გადაღლა,
თუ ხმადაბლა არ ესმის
სიტყვებს ვეტყვი ხმამაღლა.

ნემსში ძაფს ვეღარ უყრი
არ ჭირდება კამათი,
ბებო ნემსის მაგივრად
იქნებ სინჯო მახათი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

წიწილაბებიასთან სოფელში ვარ ახალი ჩასული, სხვენში თავის კვერცხებზე კრუხი დამხვდა დასხმული. სანახავად მისულებს ნ...გილოცავთ ახალ წელს!დაგვიბერდა წელიწადი მალე მოვა ახალი, მთებს დაფარავს თეთრი თოვლი, ამას ველით რა ხანი. გარეთ ხდება აცივება,...ხელოსანიჩუმად პაპის სახელოსნოს ამოვხსენი ურდული, იარაღი მჭირდება გავაკეთო შურდული. აგერ ერთად აწყვია ხერხი და შალ...ხუთი თითი - მუჭახუთი თითი გაშლილი, ხუთი თითი მუჭა, ბავშვებს იხმობს თავისთან, ბიჭი თმახუჭუჭა. ლოყები აქვს წითელი, ბალს ჭამ...ონკანიერთხელ აბაზანაში გაგვიფუჭდა ონკანი, ბავშვებისთვის ის გახდა სიხარულის მომტანი. მოუშვებ და ახველებს, ცემინე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026