kids.ge logo

მინდა რამ ვთქვა

ფავორიტებში დამატება
მინდა რამ ვთქვა, მაგრამ რა ვთქვა,
სამართლოდ ალაგმულმა?
ჩემი გრძნობა უნდა უხმოდ
შიგ ჩაიკლას წყლულმა გულმა!

მე ამ ლაგამს წავიძრობდი,
არ მაქვს უცხოს მორიდება;
მაგრამ რა ვქნა, რომ ხელმარჯვედ
ჩემივე ძმა მეჭიდება!

მის აზრი სულ სხვა არის
და სულ სხვას გრძნობს ჩემი გული;
მე სხვა რამე მენატრება, -
მაგას ჯილდო, ანუ ფული!

ეჰ, რა მეთქმის? მირჩევნი
უხმოდ მოვკლა გრძნობა გულში
და არვის კი არ მივყიდო
არც ჯილდოში და არც ფულში!..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ციცინათელაჩემო ციცინათელა! რად მიჰფრენ ნელა-ნელა? შენმა შორით ნათებამ დამწვა და დამანელა! ანათებ და კარგი ხარ, მე თ...გაზაფხულიგაზაფხულდა, ბუჩქის ძირას, თავს იწონებს ნაზი ია; ჩვენს სალხენად კოკობ ვარდსაც ეშხით გული გაუღია. ხავერდივი...ღამურაერთმა უგნურმა თაგუნამ იუკადრისა თაგვობა, დასწყევლა თვისი გაჩენა, ბუნების იწყო მან გმობა: “იმ უსამართლო ბუ...ობოლიდედის ტკბილი რძის ჭირიმე! ძუძუებს ვენაცვალები!! ვინც მათი გემო არ იცის, ახვეული აქვს თვალები. ხელში ჩამიგ...ხარაბუზა და ფუტკარიხარაბუზა ფუტკარს შეხვდა, მიაძახა: “გზა მომეო! ვერ მიცანი, განა, ვინც ვარ? როგორ გამეთამამეო? “თუ ვერ ატყო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026