kids.ge logo

ონკანი

ფავორიტებში დამატება

ერთხელ აბაზანაში
გაგვიფუჭდა ონკანი,
ბავშვებისთვის ის გახდა
სიხარულის მომტანი.

მოუშვებ და ახველებს,
ცემინებას იწყებს,
მერე ისე იბღავლებს,
სიცილს გამოიწვევს.

შემდეგ გაბრაზებული
გამოგვაყრის შხეფებს,
თუ მარჯვედ არ იყავი
დაგისველებს ფეხებს.

გვანცა ამბობს სიბრაზით
ეს რაღაა აბა,
მაგ ოხერმა ონკანმა
დამისველა კაბა.

ამ ზაფხულში ონკანი
ნეტა როგორ გაცივდა?
სა თქვა და გვანცულას
თვალთ ცრემლები დასცვივდა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შემოდგომაშემოდგომა შემოსულა, ეს რამდენი ფერებია, ღირსეული მოსავალით, ქება შეუფერებია. სად ყურძენი იკრიფება სადღაც ...ველოდებით ახალ წელსშემოდგომის მაგივრად შემოსულა ზამთარი, მახარობლად მობრძანდა თოვლის ფიფქთა ამქარი. მოიბუზნენ ჩიტები, გულწით...საჩუქრებიერთხელ დაბადების დღეზე მომიტანეს ბურთები, ჭრელა-ჭრულა ბაფთებით შეფუთული ფუთები. ზოგში თოჯინა იყო, ზოგში თ...გურია და ბიჭი ლექსოშვილის სიყვარულში მდგარმა გრძნობა ლექსად უნდა ვლექსო, სანიმუშოდ მეგობრობენ გურია და ბიჭი ლექსო. ხან მიწაზ...გილოცავთ ახალ წელს!დაგვიბერდა წელიწადი მალე მოვა ახალი, მთებს დაფარავს თეთრი თოვლი, ამას ველით რა ხანი. გარეთ ხდება აცივება,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026