kids.ge logo

ხილთა ქება

ფავორიტებში დამატება

***
ქარის ზუზუნ-ზუზუნით,
ნაირ ფერთა ქარაგმით,
შემოდგომა მოსულა,
ხვავითა და ბარაქით.

***
ბაღჩით, ხილი-ბოსტნეულით,
უშრობით თუ საშრობით,
შემოდგომა ამაყობს
გაზაფხულზე ნაშრომით.

***
წელიწადის ყველა დროს,
აქვს სიკეთის ქუხილი,
შემოდგომას თან ახლავს
ყურძნის მაჭრის დუღილი.

***
რის მრავალ ჯიშინი
არ დაგრჩებათ არვის ვალში,
გვერდწითელი ხილი არის
გამოცან რაა? ვაშლი.

***
ამ ხილის მოსაპოვებლად
ხეზე მიცოცავს გულადი,
ყვითლად ბრილებს ფოთლებში
რა არის? მსხალი გულაბი.

***
ხილის საჭმელად დავიპყრეთ
ბებოს სხვენიც და ბუხარიც.
სახლთან ახლოს რომ დაურგავთ
რა არის? ალიბუხარი.

***
ხის ქვეშ მოგროვდით ყველანი
ქოჩორს გვიწეწავს ნივი
გიშრის თვალებით გვიცქერის
ტკბილ-ტკბილი შავი ქლივი.

***
მზესავით ყვითელ-ყვითელი
ამ ხეს რა ხილი აბია?!
ნეტავი გამაგებინა
ეს ხე კომშია თუ ბია?

***
გამოუსხავს ხეს ბარაქით,
შესახედად თეთრი ბროლი,
ტკბილზე-ტკბილი, სამური,
ხილი არის თუთა-ბჟოლი.

***
ხეზე წითლად დაწინწკლულა,
თითქოს იყოს ცეცხლის ალი,
ბავშვებისთვის საყვარელი
ხილი ვარო, ამბობს ბალი.

***
კრუხი უხმობდა წიწილებს
კრიხით, კაკან-კაკანით,
ფრთებს ქვეშ მალავდა პატარებს
როცა დავბერტყეთ კაკალი.

***
ბავშვებისთვის სამური
საკნატუნო არის ხილი,
შენია თუ სხვისი არი,
გამოცან რაა? თხილი.

***
იზრდება ყველაზე დიდი,
არ ვარგა ხილად საზამთროდ,
მწვანეა, წითელი გულით,
რა ქვია მითხარ? საზამთრო.

***
საზამთროსთან პატარა
შედარეთ თუნდაც ექვსი
დაშაქრულა და დამტკბარა
საზაფხულოდ, ტკბილი ნესვი.

***
ყვავის როგორც გაზაფხული
სასიკეთოდ მიწელი,
შემოდგომით წითელ მარცვლებს
დაგვირიგებს ბროწელი.

***
უკვე აცივდა, ავანთეთ ცეცხლი,
ბუხრის ყელიდან ამოდის კვამლი,
ბებოს კეცებზე მადის აღმძვრელად
ხმაშეწყობილად ტკაცუნებს წაბლი.

***
მარნის ახლოს ყვავის ცალკე,
სადაც გვიდგას ქვევრის ჭურიც,
საზამთროდ კი ნაყოფს გვიტკბობს
გულყვითელა ხეჭეჭური.

***
სულ დავიკაწრეთ ხელ-ფეხი,
ავტეხეთ აყალ-მაყალი,
რა ტკბილი არის საჭმელად,
წვრილეკლინი მაყვალი.

***
ბუჩქის პირას ბებომ ერთხელ,
მოსაკრეფად გვალოდინა,
რომ პირველად გაგვესინჯა
უცნარი სმაროდინა.

***
ეს ტროპიკული ხილია,
ხეზე ვერ ახვალ, განანებს,
ნეტავ ვინ კრეფავს უშიშრად
ამ ყვითელ-ყვითელ ბანანებს.

***
ნეტა სად მოდის ეს ხილი?
_ ვერ გაერკვია მანანას.
ხე ისხავს? მიწაზე მოდის?
უნდოდ უყურებს ანანასს.

***
სასიკეთოდ დაამწიფებს
თუ მიუდგა მას მზის სხივი,
მაგრამ ისევ მწვანე რჩება,
სასარგებლო ხილი-კივი.

***
სუფრას ისე დაამშვენებს,
როგორც დალის შვენის ხალი
მანდარინზე დიდი არის
მითხარ რაა? ფორთოხალი.

***
საქართველოს სიმდიდრე და
სამაყო არის ძღვენი,
ამ ხილის მერთვლე ერი ვართ
ჩვენ ქართლოსის მძლავრი ძენი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შველი - მზეთუნახავიიყო და არა იყო რა, რა იყო ღვთის უმეტესი, ზღაპრად ნათქვამი ამბავი ნაღდია, თან უკეთესი. იყო სამოთხე ქვეყანა...სკოლისაკენ!დილით ადრე ამდგარმა მოგიძღვენით სალამი, ჩავალაგე ჩანთაში წიგნები და კალამი. უკვე წავალ სკოლაში მეგობერები...მეც უფროსი გამოვალწელს მივდივარ სკოლაში და დიდივით ვფიქრდები, რა გამოვალ ნეტავი, როცა დიდი ვიქნები? როცა ვცელქობ, მეტყვიან,...მიხო ბიჭი ზოოპარკშიმიხო ბიჭმა წელს პირველი კლასი დაამთავრა ექსკურსიით მისი კლასი ქალაქს გაემგზავრა. სამებაშიც მოიარეს და მთა...მელაკუდა მელიამელაკუდა მელია, გიყვარს ღამე ბნელია, ჩემს დედალზე, იცოდე, არ წაგიცდეს ხელია, ყასაბა და ბასარა საქათმესთან...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026