kids.ge logo

დგება შემოდგომა

ფავორიტებში დამატება
გუგუნებს ალი მხირულ ბუხრის,
მაფიქრებს ალი და ვწვავ წერილებს,
კიდევ ედება გედები მწუხრის
გედებს ცეცხლისკენ გადაღერილებს.

რაც უფრო შორს ხარ, ძვირფასო დროო.
უფრო სავსეა გზა ამ გედებით,
და სიყვარული, ვით ვატერლოო,
მოფენილია ამ იმედებით.

სხვა მხარები უხსოვარ ხნიდან
მაწვალებს, მათრობს და მეფერება.
თვით სამარემდე მათ ლანდს მივიტან,
რადგან ვერ ვპოვე ბედნირება.

სულ ერთი არის: ღვინით, ან ქალით,
ან ყვავილებით - გაქრნენ ვნებები.
შუბლზე გადვისვამ ხელებს კანკალით,
რომ გაფანტონ მოგონებები.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩვენ, პოეტები საქართველოსიგულში იმავე გრძნობით ბრუნდება და მოლოდინი დარეკავს ჩუმი, რომ არაერთხელ აგუგუნდება დედამიწაზე კიდევ სამუმი...იმ ატმებს გაუმარჯოს, იმ ატმის ყვავილებსვარსკვლავების თოვლი ცას შელეკია. მესმის რულში,როგორც ყრუ ელეგია, მატარებლის დამღალველი ხმაური, რაღაც მღვრ...სად იყო სმენა და გაგონება?ახალი ჰანგი ენატრება ცას უკანასკნელს, მე ვგრძნობდი მაშინ, რომ სტოპვებდა ზეშთაგონება— თვით მურილიოს,...ქუჩაქუჩა პოეტად დარჩა ოცდაათიან წლებისა, გაცვეთილი აქვს ლანჩა, დარჩა კანი და ძვლები ცისარტყელების რიგი ზამთრი...გურიის მთებიწინ, მეეტლევ! ეგ ცხენები გააქანე, გააქანე! მსურს, რომ ერთხელ კიდევ ვნახო გაზაფხული მთები მწვანე, მსურს, რ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026