kids.ge logo

აფხაზეთო

ფავორიტებში დამატება

მამის მკლავივით ძლირო და
დედის ნანასავით ერთადერთო.
ჩემო უნაპირო სიყვარულო,
ჩემო მონატრებავ-აფხაზეთო.

სინანულის ცრემლი თვალს ასველებს
და გულს ტკივილიანს მიწვავს.
სად გაქვს ერთი ციდა საქართველო
გასაჩუქებელი მიწა.

შენი ზღის ტალღები მენატრება
და შენი პალმების ჩერო.
ჩემო თვალხატულა აფხაზეთო,
დიდო სადარდელო ჩემო.

ჩვენი ტკივილების მოშუშებას
ვიცი არ ეყოფა არც თვები,
ცოტაც გაძელი საქართელო-
ვიზრდებით არწივის მართვები!

შენი გულისცემას მაჯაზე ვგრძნობ,
და შენს მონატრებას ვფიცავ,
ობლად დარჩენილო სოხუმო და
ცრემლით დანამულო მიწა

რა ვქნა, არავისთვის მემეტები,
გულის გულობამდე გჩემობ.
დაგიბრუნდები და აღარ დაგთმობ
ტკბილო აფხაზეთო ჩემო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ანანომამიკოს ნებიერა ვარ. დედიკოს გულის მალამო. ბაბუას მომღერალი და ენაჭიკჭიკა ანანო. ვიცი ვჯიუტობ ხანდახან, ზ...დედა კრუხიდედა კრუხი ეზოში ასეირნებს წიწილებს. უცებ ერთი წიწილი გულსაკლავად წივწივებს: „ჩქარა დედა, მიშველე, ...პატარა ვაჟკაციდედი გეზრდები ვაჟკაცი, დარდი არ გქონდეს რამის. მსურს პატიება ვითხოვო ბევრი უძილო ღამის. შენმა ზრუნვამ და ...გაგებუტე ზამთაროგაგებუტე ზამთარო და ნაწყენი ვიქნები, სანამ არ გამოჩნდება ცაზე თეთრი ფიფქები. მთელი წელი გელოდით, თოვლი გვ...ჩიორაგაყინულ ფანჯარას მოადგა პატარა ჩიორა. სციოდა საბრალოს, სციოდა თავის ბედს ჩიოდა. შიოდა პატარას, არ ჰქონდა ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026