kids.ge logo

ქალაქისაკენ

ფავორიტებში დამატება
წავალ - იფიქრა, და ამ ფიქრთან გრიგალმა უმალ
სიცოცხლის ახლო გარა წყნარად, იდუმალ.
ის გამოვიდა ძლიერ ადრე, ვით სიყვარული -
მთვარიან ტყეზე მიდიდა გზა დაცვარული.

ბური. ოცნებას სიხარული გადადნობია,
გარშემო ტყეა, ზევით ვრცელი ცის ტატნობია.
ყვითელ ხაზების სინაზეში სულ ნელი ქარის
ნელი სიგრილის მოქროლებით მიმოიჩქარის.

ცებ გამოჩნდა ქვაფენილთა და სახლთა ლანდი,
ყველას მიესწრო: “ერთადერთი მე დავგვიანდი.
ცხელმა ქალაქის ქვაფენილმა მე ვერ მიშველა,
შუდღის მტვერში როს უქუდო და ფეხშიშველა

მივდიდი და გამწარებით ვიმტვრევდი თითებს,
ვინ გაგიგონებს, ვინ მოგხედავს, ვინ დაგამშვიდებს.
მაინც აღმომხდა: დედამიწავ, ო, მერამდენეჯერ
უნდა დავემხო, გეამბორო, რომ ასე შემჭერ

ჩემთვის უცნობ და მიღებელ ცხოვრების ზვავში -
დესმე ნაზი, ზამბახივით უღრუბლო ბავშვი.
ო, მერამდენედ უნდა გითხრა კიდევ მადლობა
ცისკრისთვის, რასაც დილის ჰქვია მოსინათლობა;

რებისთვის, ჩემს დასისხლულ ფეხს რომ აჩნია,
ყველაფრისათვის, რაც არა მაქვს, რაც გამაჩნია.
ჩემო ძვირფასო დედამიწავ, ძვირფასო დედა,
მხოლოდ შვილურმა სიყვარულმა აქ მომახედა.

პირქვე ვემხობი, ვიყრი მუხლებს და ასე ვამბობ:
გმადლობ, დედაო, ყველაფრისთვის უზომოდ გმადლობ.
რომ აშრიალდნენ ჩონგურები, როგორც ტყები,
მიტოვებული, დავიწყებით სავსე ტყები;

რომ მიჰყავს სიმთა ოქროს ნავებს სიმსუბუქეში
ჩამავალ მზეთა ნაყოფიერ მინდვრის ნუგეში.
რად მინდა, გავყვე შენს ეთერის უბეში ტრიალს
იქ, სადაც ქარი თავისუფალს მღერის ხეტიალს.

მივალ უცნობ და მიღებელ ცხოვრების ზღვაში,
დესმე ნაზი, ზამბახივით უღრუბლო ბავშვი.”
ბური. ოცნებას სიხარული გადადნობია,
გარშემო ტყეა, ზევით ვრცელი ცის ტატნობია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

როგორც სიზმარიკვლავ მომაშუქებს მზე სიმტკიცეს დს დარიგებას, ბოლო არა აქვს ოცნებათ დენას, მე კარგად ვიცი, ვერ ახერხებს სი...დადგა აგვისტოდადგა აგვისტო. ცა რიდეული დაისიცხება ისევ დილ-დილით; ქალაქს ედება მზე თვითეული ყაყაჩოებით, ტუხტით, პილპილ...მეტეხი იდგა რუხი, პიტალოცა - დასავლეთი აღვივებდა ღრუბელთა ღუმელს, მეტეხი იდგა რუხი, პიტალო. შემოდგომის დღე მისცემოდა უსაზღვრო დუმ...ქარი ქრისქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის სადა ხარ, სადა...ალვები თოვლშიდაათრობს მთვარე თოვლიან ალვებს ივლისისფერი ყინვის თასებით! სითეთრე შვენის მაღალ მწვერვალებს, ვით სასძლოს ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026