kids.ge logo

ვინ უპასუხებს ირაკლის

ფავორიტებში დამატება

ჩვენი პატარა ირაკლი,
ჩემი უმცროსი ძამიკო,
უცნაურ კითხვებს გვისვამს და
სურს, ყველაფერი გაგოს.

- მზე როცა ჩადის, სად ჩადის,
ან დილით როგორ ამოდის?
ღრუბელი წვიმას რომ გზავნის,
მერე იმ ღრუბელს რა მოსდის?

წრუწუნას თხილი რად უყვარს?
მელას რად უყვარს ჩიჩია?
ვინც ყოველ დილით რძეს დალევს,
მართლა მაგარი ბიჭია?

ღამურა ღამით ხომ ფრინავს?
დღისით რომ ფრინავს ბეღურა,
ბეღურას რატომ ვეძახით,
რატომ არ ჰქვია დღემურა?

გაზაფხული რომ მთავრდება,
ზაფხული თუკი იწყება,
შემოდგომას რომ მოჰყვება,
მოდგომა ერქვას, იქნება?

კითხვებს იგონებს უცნაურს,
თუმცა სულ ამას ვარიგებ:
- ბიჭო, ირაკლი, გეყოფა,
გაიზრდები და გაგებ!

მაგრამ მაინც არ ჩუმდება,
მთელი დღე კამათს ვუნდებით:
- შენ რომ დიდი ხარ, თუ იცი,
მე რატომ არ მეუბნები?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ანას გასაჭირითუკი დამაცემინა, დედა მაწვდის მაშინვე თერმომეტრს და იძახის: - შენი ფერი მაშინებს! გამიზომავს სიცხეს და ის...რკოს კაცუნადღეს პატარა ვერიკომ მოაგროვა ტყეში რკო. მერე დაჯდა ხის ძირას, გააკეთა იცი, რა? პაწაწინა კაცუნა, რკოსთავა ...მელიაყველა ამბობს - ტყუილში ვერვინ ჯობნის მელიას... თქვენი მოგონილია, რაც კი ჩემზე გსმენიათ. თუკი რამეს დაკარგ...ციკოს თოვლის პაპაახლა წლამდე ცოტა დარჩა, მოადგება აგერ, მთებს. მუხის ძირას ციყვი ციკო თოვლის პაპას აკეთებს. მოაგროვა სამი ...ბუდღისით წიგნებს კითხულობს, არ შორდება ფუღუროს. ღამით გარეთ დაფრინავს, ვარსკვლავებს რომ უყუროს. რჩევას ვინც...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026