kids.ge logo

რკოს კაცუნა

ფავორიტებში დამატება
დღეს პატარა ვერიკომ
მოაგროვა ტყეში რკო.

მერე დაჯდა ხის ძირას,
გაკეთა იცი, რა?

პაწაწინა კაცუნა,
რკოსთავა და ბრაცუნა.

პაწაწინა ვირუკა
დაყენა მის უკან.

გაკეთა ძროხა და
თან ლამაზად მოხატა.

გაკეთა გოჭები,
თქვა: დღეს ამით მოვრჩები.

მერე, იმ რკოს კაცუნამ
სახრე გაატკაცუნა,

წინ გაუძღვა ვირუკას,
ძროხა მიდის მის უკან,

გამორბიან გოჭები,
მსუქნები და ნორჩები.

ყოჩაღა კაცუნამ,
შეძახილი არც უნდა -

თხფეხი ამოდენა
სულ სახლში ამოდენა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გაზაფხულიგაზაფხულის სუნთქვა ისმის, გაიღვიძეს ენძელებმა. დღე გადიდდა, დათბა, მაგრამ ზამთარს წასვლა ეძნელება. მზე იც...ლომიფაფარი ისევ ისე მამშვენებს, გემთან მრავალი მოდის მნახველი. მაგრამ რა მეთქმის - არ მაქვს სამეფო, მეფისა შე...ანას გასაჭირითუკი დამაცემინა, დედა მაწვდის მაშინვე თერმომეტრს და იძახის: - შენი ფერი მაშინებს! გამიზომავს სიცხეს და ის...მელაკუდას მაღაზიაუღრან ტყეში მელაკუდამ გახსნა დიდი მაღაზია და წარწერა ჩამოკიდა “შემობრძანდით, არის ღია”. სავსე არის დახლებ...ტელეფონიგაიღვიძებს თუ არა, პაწაწინა ეკა მიუჯდება ტელეფონს და მთელი დღე რეკავს. - ალო! თინა, შენა ხარ? როგორა ხარ,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026