kids.ge logo

ვინ უპასუხებს ირაკლის

ფავორიტებში დამატება

ჩვენი პატარა ირაკლი,
ჩემი უმცროსი ძამიკო,
უცნაურ კითხვებს გვისვამს და
სურს, ყველაფერი გაგოს.

- მზე როცა ჩადის, სად ჩადის,
ან დილით როგორ ამოდის?
ღრუბელი წვიმას რომ გზავნის,
მერე იმ ღრუბელს რა მოსდის?

წრუწუნას თხილი რად უყვარს?
მელას რად უყვარს ჩიჩია?
ვინც ყოველ დილით რძეს დალევს,
მართლა მაგარი ბიჭია?

ღამურა ღამით ხომ ფრინავს?
დღისით რომ ფრინავს ბეღურა,
ბეღურას რატომ ვეძახით,
რატომ არ ჰქვია დღემურა?

გაზაფხული რომ მთავრდება,
ზაფხული თუკი იწყება,
შემოდგომას რომ მოჰყვება,
მოდგომა ერქვას, იქნება?

კითხვებს იგონებს უცნაურს,
თუმცა სულ ამას ვარიგებ:
- ბიჭო, ირაკლი, გეყოფა,
გაიზრდები და გაგებ!

მაგრამ მაინც არ ჩუმდება,
მთელი დღე კამათს ვუნდებით:
- შენ რომ დიდი ხარ, თუ იცი,
მე რატომ არ მეუბნები?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საახალწლო სიზმარიახალი წლის ღამეა და სასწაულს ველი, მალე დაჰკრავს თორმეტჯერ - მიდის წელი ძველი. ნაძვის ხესთან ვზივარ და არ...ტელეფონიგაიღვიძებს თუ არა, პაწაწინა ეკა მიუჯდება ტელეფონს და მთელი დღე რეკავს. - ალო! თინა, შენა ხარ? როგორა ხარ,...ლოკოკინაამ პატარა ლოკოკინას ნეტავ, ზურგი არ ეტკინა? სულ არ იცის, რაა დაღლა, სახლს დაათრევს აღმა-დაღმა. გულღიაა და...ანას გასაჭირითუკი დამაცემინა, დედა მაწვდის მაშინვე თერმომეტრს და იძახის: - შენი ფერი მაშინებს! გამიზომავს სიცხეს და ის...ლომიფაფარი ისევ ისე მამშვენებს, გემთან მრავალი მოდის მნახველი. მაგრამ რა მეთქმის - არ მაქვს სამეფო, მეფისა შე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026