kids.ge logo

ნუ მოჭრი - დარგე!

ფავორიტებში დამატება

დაზამთრდა და ნაძვის ხისთვის
ტყეში მიდის გიგო,
დიდი ნაძვი უნდა მოჭრას 
სახლში წამოღოს.
ხელოვნური ნაძვი კი აქვს
და ჩამოჰგავს ნამდვილს,
მაგრამ რაღაც აღარ მოსწონს
მორთვა უნდა ახლის.
მიდის ტყეში და თან არჩევს
რომელი სჯობს ყველას,
ნაძვის ბედი არ ადარდებს,
კევის ბუშტებს ბერავს...
გადაუდგნენ წინ ზღარბები:
-აბა ეგრე სად არი,
არ გრცხვენია ამ ნაძვს რომ ჭრი,
ხუთი წლისაც არ არი!
გირჩებს ესვრის ციყვი, ყვავი...
გაწიწმატდა ფიჭვის ჭია:
-აღარ მოჭრა გიგო, ნაძვი, 
მორთე როგორც შეგიძლია.
და გიგომაც აღარ მოჭრა
დაფიქრდა და მიხვდა როცა,
ის ტყეს უფრო სჭირდებოდა
და ნაძვს შობა მილოცა...
ჩახუტა, უთხრა: კარგო,
ამ სიცივეს როგორ იტან?
გაზარდე, მე ახალ წელს
იმ ხელოვნურს გამოვიტან.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სახლობანამე და ბებოს გვიყვარს ერთად სახლობანას თამაში, კუბიკებით კედლებს ვაწყობთ, რაა ცუდი ამაში. დედა სულ არ გვეხ...საქართველო მიყვარხარჰორიზონტთან მთები ჩანს, ცა - ჰორიზონტს იქითაც, ტბა ისეთი ვიწროა მგონი დალევს ჭიქითაც. გვერდით ძველი ციხე ...* * *მამას ლურჯი პერანგი წითლად გავაფერადე, აღარაა ლურჯი, გადამიგდეს ფუნჯი. გამიჯავრდა დედა: ამდენს როგორ ბედა...ვარდს სიყვარული ეწვია სანამ ეკალს შეამჩნევდი მოგეწონა კოკორი,  თქვი: - ასეთ პაწაწინას სურნელი აქვს როგორი?..  მოეფერე...შემოდგომაფოთოლცვენას უყურებს ელენიკო ეზოდან, სულ ძირს ყრიან ხეები რაც ზაფხულში ემოსათ. უღაჟღაჟებს ლოყები, გეგონება...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026