kids.ge logo

ზღარბუნია შემარქვეს

ფავორიტებში დამატება

სახალწლოდ ზღარბუნი
მომიყვანა მამიკომ,
მაგრამ მე არ მითხოვი,
მიზეზი სულ სხვა იყო:

მამას მუდამ გავურბივარ,
საკოცნელად არ ვუშვებ,
ბა, წვერით რომ დამკაწროს,
მას როგორ დავუშვებ.

ჰოდა ზუსტად ამის გამო
ზღარბუნია შემარქვეს,
ჩემს ლოყებს რომ ვუფრთხილდები,
ერთხელაც არ შემაქეს.

ალბათ თავის მშობელი
ზღარბსაც ვერ ეკარება,
ეკლებს უცებ წამოწევს და
წამში გაპარება

მე კი ზღარბი არც მენახა,
არ ვიცოდი რა იყო,
ახლა ვხვდები, მე კი არა,
წვერითა ჰგავს მამიკო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მერე რა თუ ცივანაზი, თეთრი ფანტელი ცეკვა-ცეკვით ცვივა, მერე რა, თუ სუსხია! მერე რა, თუ ცივა! ხელის გულზე მადნება ფიფქი ე...დიდი ბებიაშვილთაშვილი რომ მქვია განა ჩემი ბრალია, დიდი ბებო ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქალია. ერთად იმდენს ვხალისობთ ვიცი...ლეკვის გასაჭირიაი ისევ გაიხურეს პატრონებმა კარი, წასვლამდე კი დამიტოვეს უამრავი რჩევა: არ იცელქო, არ იყეფო, უნდა იყო წყნ...დედა ყველა ფერია- რა ფერია დედის გული? - ფანტელივით ფითქინა. - როგორია დედის მზერა? - ვარსკვლავივით ციმციმა. - რა ფერია დ...ჩემი უფროსი დაიკოყოველთვის წიგნებს რომ უზის ჩემი უფროსი დაიკო, თამაშს როცა ვთხოვ,არ იმჩნევს, თითქოსდა ხმა ვერ გაიგო. და ამ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026