kids.ge logo

დათვის დარიგება

ფავორიტებში დამატება

დათუნიას შემოუსხავს უღრან ტყეში,
თვის ოთხი ყავისფერი, კოხტა ბელი.
რიგებს და ასე მოძღვრავს თვის შვილებს-
დაიხსომეთ რასაც გეტყვით ყველაფერი.

არ დაჩგროთ არასოდეს თქვენზე სუსტი,
კეთილ გულში ბოროტება არ გაივლოთ.
სხვისი ტანჯვა არასოდეს გახარებდეთ,
დაეხმარეთ, ვინმეს უჭირს, რომ გაიგოთ.

არც იფიქროთ, რომ მოპაროთ საწყალ ფუტკრებს,
დიდი შრომით ნამზადები ტკბილი თაფლი
ბოროტებით არასოდე გაისვაროთ,
სიკეთისთის ნაბოძები ოთხი თათი.

მოპარული არ გინდოდეთ არაფერი.
დაიხსომეთ დედა დათვის ეს ვედრება.
შენი შრომით, შენი ოფლით მოპოვებულს
ქვეყანაზე არაფერი შეედრება.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დათუნიაერთი, ორი, ერთო, ორი, დათუნიას მისცეს დოლი. დაუკრა და რა დაუკრა, აადინა იმ დოლს ბოლი. უხარია დათუნიას საქ...ლოცვაქართველი კაცის ჭურ-მარანო, ჩემი საქართველოს ბაღ-ვენახო. მუდამ სალხინობლად დაწურული, მუდამ მსხმოიარე დამენ...ენძელაშემომხედეთ თეთრ კაბაში მოვიწონო მინდა თავი. მე პატარა ენძელა ვარ გაზაფხულის პატარძალი. გაიღვიძეთ ყვავილებ...ზამთარინეტავ საიდან გაჩნდა ამდენი ფიფქი, ლამაზი, კოხტა, პატარა. ზეცას გაუწყდა ალბათ მძივები და დედამიწას გადმოაყ...პატარა ბიჭის ნატვრასამაჩაბლოს გადავიხდი ქორწილს, შემოვძახებ ჩაკრულოს და რეროს! და ვასწავლი ჩემს ოს თანატოლებს, რომ ცხინვალი ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026