kids.ge logo

ცუგა-ფურცელი

ფავორიტებში დამატება

რა ვქნა ბევრი ვეძებე და
ვერ ვიპოვე ფურცელი,
სწორედ ამ დროს შევამჩნი
ჩვენი ცუგას მუცელი.

მერე ზურგიც დავინახე
თეთრი იყო, ქათქათა,
ფლომასტერი ავიღე და
სულ მოვხატე თანდათან.

გასუსული იჯდა ცუგაც,
მოფერება ეგონა,
ამ დროს ბებომ დაკივლა,
ნეტავ არ მოწონა??!

მერე ბებო გამიბრაზდა
სე რომ მოვიქეცი,
მე კი ისე მიხაროდა,
თითქოს მხატვრად ვიქეცი.

დედაც ხატავს ხშირად, მაგრამ
ჩემი ხატვა ეწყინათ,
ჩემს ცუგას კი მოწონა
და არც რამე ეტკინა.

მე და ჩემი თეთრი ცუგა
მეგობრებად დავრჩებით,
ჩუმად გეტყვით: კვლავ მოვხატავ,
ბებოს თუ გადავრჩებით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სხარტი ქურდბაცაცაბებომ ჩურჩხელებისათვის გადამალა თხილი, იცის რა მსუნაგიცა ჰყავს ციცქნა შვილიშვილი. ზუკას უთხრა: " - აღარ ა...დიდი ბებიაშვილთაშვილი რომ მქვია განა ჩემი ბრალია, დიდი ბებო ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქალია. ერთად იმდენს ვხალისობთ ვიცი...ციცი ციცინათელაციცი ციცინათელა, თუ არ გიყვარს თამაში, რატომ გამოწყობილხარ ამ ბრჭყვიალა კაბაში? მთელი ღამე რომ გდიო ხელზე...საქართველოს მიწარა იქნება, ათასფერად გაყვავილდეს საქართველო, მე მოვუვლი, ვუდარაჯებ, ვინმემ რომ არ გადათელოს. მეგობრებსაც ...დათვი და ფუტკრებიდათვი “- ცოტა თაფლი მიწილადე დედოფალო ბზუილა! ნუ მეტყვი, რომ ამხელა გზა ვიბაჯბაჯე ტყუილად”. ფ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026