kids.ge logo

ცუგა-ფურცელი

ფავორიტებში დამატება

რა ვქნა ბევრი ვეძებე და
ვერ ვიპოვე ფურცელი,
სწორედ ამ დროს შევამჩნი
ჩვენი ცუგას მუცელი.

მერე ზურგიც დავინახე
თეთრი იყო, ქათქათა,
ფლომასტერი ავიღე და
სულ მოვხატე თანდათან.

გასუსული იჯდა ცუგაც,
მოფერება ეგონა,
ამ დროს ბებომ დაკივლა,
ნეტავ არ მოწონა??!

მერე ბებო გამიბრაზდა
სე რომ მოვიქეცი,
მე კი ისე მიხაროდა,
თითქოს მხატვრად ვიქეცი.

დედაც ხატავს ხშირად, მაგრამ
ჩემი ხატვა ეწყინათ,
ჩემს ცუგას კი მოწონა
და არც რამე ეტკინა.

მე და ჩემი თეთრი ცუგა
მეგობრებად დავრჩებით,
ჩუმად გეტყვით: კვლავ მოვხატავ,
ბებოს თუ გადავრჩებით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მერე რა თუ ცივანაზი, თეთრი ფანტელი ცეკვა-ცეკვით ცვივა, მერე რა, თუ სუსხია! მერე რა, თუ ცივა! ხელის გულზე მადნება ფიფქი ე...დეიდაძალიან ჰგავს დეიდა გარეგნობით დედიკოს, ნეტავ ასე ლამაზი დიდობაში მეც ვიყო. მანებივრებს მუდმივად ჩემთან ერ...ჩხირკედელაჩხირკედელა შემარქვეს, ყველა ასე მიწოდებს, მაგრამ მამა ბრაზდება, რატომ,ნეტა ვიცოდე! მამაც ზუსტად ასეთი ცელ...სხარტი ქურდბაცაცაბებომ ჩურჩხელებისათვის გადამალა თხილი, იცის რა მსუნაგიცა ჰყავს ციცქნა შვილიშვილი. ზუკას უთხრა: " - აღარ ა...მელაკუდას ჩივილინეტავ რატომ მეძახიან გაიძვერა მელიას?! ჩემი ქება ერთ ლექსშიც კი რად არ გამოერია?! ნეტავ, ყველა მელაკუდა ც...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026