kids.ge logo

პრანჭიები

ფავორიტებში დამატება
სულ ერთი ციცქნა, პაწი
ბოსტანი ჰქონდა ბაჭიას,
სე პატარა ბოსტანი,
ხან ჩიტი ჭამდა, ხან - ჭია,
იქვე ბაჭიას მეზობლად
ციყვს ჰქონდა ნაძვზე ფუღურო,
შიგ ედგა ერთი ქოთანი,
ცარილი და უყურო.
და მათ მეზობლად, ღრუბლების
მედითა და ნუგეშით,
პატარა იხვი ცხოვრობდა
გობისოდენა გუბეში.
ბაჭია გაძახოდა:
- შრომით მასკდება ოფლიო,
სტაფილოთი და მწვანილით
მე ვამარაგებ მსოფლიოს!
იხვი გუბიდან ყვიროდა:
- ცა თავზე ქუდად მხურავსო,
რაც მსოფლიოში თევზია,
სულ ჩემს გუბეში ცურავსო!
ციყვი ისეთი ფრთხილია,
ფუღურო ჩაკეტილი აქვს,
შიგნიდან გაძახოდა:
- ეს ჩემი ორი კბილია,
სეთი ალესილია,
რაც მსოფლიოში თხილია,
სულ ჩემი დაკვნეტილია!
ტრაბახში დადგა ზამთარი,
ერთ თვესაც არ გაუვლია,
იხვსაც,
ციყვსაც
და ბაჭიას
შიმშილით გასძვრა სულია.
იხვი,
ციყვი
და ბაჭი
სამთავე იყო პრანჭია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყვინჩილასაქათმის კარებს რომ არ გიღებ, ამისთვის მემდური, ყვინჩილა? რა გიყო, რა ჩემი ბრალია, მეზობლის მამალმა გიჩივ...არწივის ბრძანება #1სულით, ხორცით და ბუმბულით პოეტი იყო ბულბული. გადაეკიდა წეროო, ლექსი მე უნდა ვწეროო. ეს რომ გაიგო ვარდმაო,...ფუტკარიმზია, ლილი და ნანა გატენილ სკებთან დგანან: - ფუტკარო, აბლი, ბაბლი, მოგვეცი ცოტა თაფლი?! გავუყოფთ გივის, ზ...ხანძრობანახანძრობანას თამაში შეიძლება თავლაში?! ქალბატონო ასმათი, დაუმალეთ ასანთი! ნოდარიკო თავბუა, ნუ აწვალებ ბაბუ...მამუკაგადაიგრიხა მამუკამ სიმინდის ფოჩის ულვაში, თოფისწამალი ჩაყარა თავის ხელთოფას ლულაში, ჯოხის მერანზე გადაჯდა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026