kids.ge logo

ველოდები ძამიკოს

ფავორიტებში დამატება

ი, უკვე რახანი
ველოდები ძამიკოს,
ალბათ ბურთით ვითამაშებთ,
მანქანებსაც გამიყოფს.

"მგონი მალე გაიცნობო"
__მეუბნება მამიკო,
დედიკო კი სადღაც მიჰყავთ,
რატომ? ნეტავ გავიგო!

თურმე ჩემს ძმას მოიყვანენ,
ვიცი,დავმეგობრდებით
ველოსიპედს გავუმზადებ,
მშვიდად დაველოდები.

****************************
მალე სტუმრებით დაიწყო
ჩვენი სახლის გავსება,
მომიყვანეს მსუქანა და
პაწაწინა არსება.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ცუგა-ფურცელირა ვქნა ბევრი ვეძებე და ვერ ვიპოვე ფურცელი, სწორედ ამ დროს შევამჩნიე ჩვენი ცუგას მუცელი. მერე ზურგიც დავი...ანბანი - ხმოვნების კონცერტია ეს ვინ არის? - ასო ა აბა, გესმით მისი ხმა? ოპერაში მივიდა, დაუღია პირი და ახლა მღერის არიებს, უკვე დასშ...დიდი ბებიაშვილთაშვილი რომ მქვია განა ჩემი ბრალია, დიდი ბებო ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქალია. ერთად იმდენს ვხალისობთ ვიცი...დათვი და ფუტკრებიდათვი “- ცოტა თაფლი მიწილადე დედოფალო ბზუილა! ნუ მეტყვი, რომ ამხელა გზა ვიბაჯბაჯე ტყუილად”. ფ...დედის დღეგანა მხოლოდ დედის დღე, ყოველი დღე შენია, შენ ხარ ყვავილების და გაზაფხულის ფერია. დედი როცა იღიმი, გული ბე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026