kids.ge logo

უკანონო ბურთი

ფავორიტებში დამატება

რა დული გამართავთ
სტადიონზე ბიჭუნებს?!
"შენი არა,ჩემიაო",
თან აჩენენ კიჭუნებს.

ამ კამათის ნამდვილ მიზეზს
ერთი ფრაზით გიჩვენებთ:
პატრონო ბურთი დახვდათ
და ორივე იჩემებს.

ერთი ამბობს:"გუშინ ამით
ვითამაშე ფეხბურთი".
მერე კი ნიშანს უგებს:
"დილით დამრჩა ეს ბურთი".

ეს გარჩევა და კამათი
საღამომდე არ მორჩა,
კიდევ კარგი მოდანზე
ციცქნა გოგო გამოჩნდა.

"დედი აქ დამრჩენიო"
⁃ სიხარულით დაჰკივლა,
ბურთი ცხვირწინ აცალა,
ბიჭებს გული ატკინა.

მიხვდნენ მალე რომ ისჯება
სიხარბე და ტყული,
დარჩათ დახრილი თავი და
ხერხული დუმილი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სხარტი ქურდბაცაცაბებომ ჩურჩხელებისათვის გადამალა თხილი, იცის რა მსუნაგიცა ჰყავს ციცქნა შვილიშვილი. ზუკას უთხრა: " - აღარ ა...მელაკუდას ჩივილინეტავ რატომ მეძახიან გაიძვერა მელიას?! ჩემი ქება ერთ ლექსშიც კი რად არ გამოერია?! ნეტავ, ყველა მელაკუდა ც...მამიკო და მესულ არ უნდა ხვეწნა, მამას თუ აქვს დრო, “- წამო ეზოშიო”, ხშირად თვითონ მთხოვს. მხიარული ხტუნვი...კეკე-ბეკეკეკე ბეკე მიიწვიეს დაბადების დღეზე, სიხარულით არ შეეძლო ფიქრი სხვა რამეზე. დედიკომაც გამოპრანჭა, მიაცილა ...ჩემი უფროსი დაიკოყოველთვის წიგნებს რომ უზის ჩემი უფროსი დაიკო, თამაშს როცა ვთხოვ,არ იმჩნევს, თითქოსდა ხმა ვერ გაიგო. და ამ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026