kids.ge logo

სხარტი ქურდბაცაცა

ფავორიტებში დამატება

ბებომ ჩურჩხელებისათვის
გადამალა თხილი,
ცის რა მსუნაგიცა ჰყავს
ციცქნა შვილიშვილი.

ზუკას უთხრა: " - აღარ არის,
წაღია თაგვსო",
ბავშვმაც მხრები აჩეჩა
" - ჯავრი არა მაქვსო"

დრო გავიდა, იქცედა
ზუკა სანაქებოდ,
რთველის შემდეგ ფელამუში
მოდუღა ბებომ.

მერე სამალავის კარი
გამოღო მშვიდად,
მაგრამ, ვაი, თხილი უკვე
მოეპარათ წმინდად.

ეჭვმიტანილს დაძახა,
ბიჭმაც მოირბინა,
ჰკითხა: " - დამალული თხილი
ვინ შეჭამა, ვინა?"

ზუკას სხარტი პასუხისთვის
არ დასჭირდა წამი:
"- აკი,თაგვმა წაღოო?!"
დაიძვრინა თავი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პატარა მეფეაი, უკვე მერამდენედ გადავწყვიტე მეფობა. ვიცი, ჩემი სიმამაცე ამისათვის მეყოფა. მომინატეთ გვირგვინი და აბრე...სამშობლოს მოგზაურიბაბუ ხშირად მიყვება რაც თავს გადახდენია, მითხრა “- ჩვენი ქვეყანა მართლაც მშვენიერია”. “...მერცხლების საუბარი- ნეტავ ჩვენს სამშობლოში დარია თუ ავდარი? - ბუდეს ხომ არ მოშლიდა წვიმა, თოვლი ან ქარი? - არა, დარდი არ გვ...დედას არ უნდა მადლობა?დედას არ უნდა მადლობა? დედას არ უნდა ქება? ჩვენს გრძნობებს სიტყვის გარეშე, ის ჩვენს თვალებში ხედავს. რაც ...ახალი წელიახალი წლის წინა ღამე მომაგონებს ლამაზ ზღაპარს, ოჰ, რამდენი საჩუქრები დავაბარე თოვლის პაპას! ალბათ, ახლა ე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026