kids.ge logo

მშრომელი ფუტკარი

ფავორიტებში დამატება

ცინიან, თამაშობენ
მინდვრად ციცქნა მწერები,
ფუტკარი კი მხოლოდ შრომობს,
მოიფრინა ველები.

ძახიან მეგობრები
კოღო, ბუზი, პეპელა,
“- მოდი, ჩვენთან გაერთეო”,
ფრთებს უქნევენ ნელნელა.

“- გართობისთვის ვერ დავკარგავ
გაზაფხულის ამ დღეებს,
შუა გზაზე მიტოვება
არ უხდება საქმეებს.

ყვავილები უნდა ვნახო,
ფერადი და ნორჩები,
მხოლოდ მაშინ დავისვენებ,
როცა საქმეს მოვრჩები”.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ფეხბურთელი გოგონაყველას უკვირს, როცა ვითხოვ, მიმიყვანონ ფეხბურთზე, მხოლოდ ბიჭი ახსენდებათ სიტყვა: “სპორტის ერთგულზე&...ჯიუტი ნია"თქვენ ადექით, ეს ჰამაკი მე გამიბა ძიამ!" - და-ძმას ასე ეჩხუბება პაწაწინა ნია. არ დგებიან მეტიჩრები, ჩუმა...ბაკურიანშიბევრჯერ დამსვა კარუსელზე დედამ ბაკურიანში. დროის გასვლას ვერც ვხვდებოდი თამაშსა და ტრიალში. თოვლის კაციც ...დამალული კანფეტებიერთხელ ზუკას მოუტანეს კანფეტები ყუთით, სიხარულით ჩაიხუტა, არ ტოვებდა წუთით. დაეხვივნენ ბავშვები და მოცუნც...საქართველოს მიწარა იქნება, ათასფერად გაყვავილდეს საქართველო, მე მოვუვლი, ვუდარაჯებ, ვინმემ რომ არ გადათელოს. მეგობრებსაც ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026