kids.ge logo

დახუჭობანას თამაშის წინ გასათვლელი ლექსი

ფავორიტებში დამატება

ვლა I

ნახეთ, ნახეთ, რა გოგოა,
თელინა _ თეო!
ყველაფერზე, რაც ბრჭყვილებს, გაძახის _ მეო;
მოკამკამე ვარსკვლავები,
მოკაშკაშე _ მზეო!


გათვლა II

ნახეთ, ნახეთ, რა გოგოა,
თელინა _ თეო!
ყველაფერზე, რაც ბზრილებს, გაძახის _ მეო;
ჩიკორი და ჩილიკა,
_ ვინ გავიდა?
_ ლიკა!

გათვლა III

ნახეთ, ნახეთ, რა გოგოა,
თელინა _ თეო!
ყველაფერზე, რაც ბზინვარებს, გაძახის _ მეო;
დამანი და მაბზაკუნა,
_ ვინ გავიდა?
_ ეკუნა!

გათვლა IV

ნახეთ, ნახეთ, რა გოგოა,
თელინა _ თეო!
ყველაფერზე, რაც ბიბინებს, გაძახის _ მეო!..

მაგრამ ნახეთ, რა მოხდა;
გადაუდგა წინ ბეკეკა:
_ არ გრცხვენია, თეო?!
ყველაფერზე როგორ ამბობ _ მე, მე, მე, მე _ მეო?
ყველაფერი შენ რომ გინდა,
მეც ხომ მინდა _ მეეეეე-ო!
.........
ჰოდა, მაშინ იხუჭება თელინა-თეო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ზღარბი _ ჯვებე, ჭიდაობის ჩემპიონისაჭიდაო ხალიჩაზე შეიკრიბნენ ცხოველები, მსაჯი ჯიბო წრეში უხმობთ, _ აბა, ვინ ხართ მსურველები! ...და რას ვხე...ბებია, მე და ქათამი ფაციკოწავაბრძანეთ ფაციკო გასაყიდად ბაზარზე, ათი დღეა კვერცხს არ სდებს გადაეწყო კაკანზე. დაგვეხვივნენ მუშტრები: ...ტყუილი განგაშიშეიქმნა ერთი ჩოჩქოლი; მითქმა-მოთქმა და ყიჟინა, წყაროზე თქმულმა ამბავმა სოფელზეც ჩამოირბინა: _ არიქათ, ტყი...ტარო ბიჭი მედოლედამტიპიტო, დიმტიპიტო, დამტიდიმტი – დარო! უპარტყუნებს დოლს დილიდან ტარიელი – ტარო, თან იძახის:...სამაისოდილა გათენდა ცინცხალი, მამალმა დასცა _ ყიყლიყო! გამოაღვიძა ხმამ შაშვი დაიჭახჭახა _ ვინ იყო? ჭალამ მძივება...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026