kids.ge logo

მარტი – აპრილს

ფავორიტებში დამატება

მარტმა აპრილს შეუთვალა:
მასესხეო სამი დღე,
თებერვალის თოვლს და ჭყაპანს
მივალიე მთელი თვე.

არ იკითხავთ, პასუხად
რა მიღო მარტმა?
_ აბა, ერთი კარგად თქვი _
ხუმრე თუ, მართლა?!

კარგად იცი _ სამ წუთითაც
არ ინდობი მარტო,
მოინდომე ეს ქვეყანა
კიდევ სამ დღეს მართო?!

გაიხსენე _ სამი დღე
შარშანაც გაქვს ნასესხები,
ჰოდა, წელსაც სამს რომ ითხოვ _
ხარ კი მისი ჩამსესხები?!

რას ვამბობ _ შარშანწინზე,
და არც წინის წინის წინზე,
რა, ვერ კმარობ ოცდაათ დღეს,
თუ იქცევი ჯიბრზე?

თუკი ასე გააგრძელებ,
ვერ ამოხვალ ვალებიდან,
ცი, ბოლოს რას მიღებ?
მოხტები კალენდრიდან!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ტარო ბიჭი მედოლედამტიპიტო, დიმტიპიტო, დამტიდიმტი – დარო! უპარტყუნებს დოლს დილიდან ტარიელი – ტარო, თან იძახის:...ლექსი ძილის მოყვარულ ბიჭებზეკაკ, კუკ, კაკ, კუკ _ კაკუნის ხმა ისმის სისხამ დილით. მზე ფანჯრებში იჭვრიტება, _ არ უხდება კარგ ბიჭებსო შუ...ზღარბი _ ჯვებე, ჭიდაობის ჩემპიონისაჭიდაო ხალიჩაზე შეიკრიბნენ ცხოველები, მსაჯი ჯიბო წრეში უხმობთ, _ აბა, ვინ ხართ მსურველები! ...და რას ვხე...ტყუილი განგაშიშეიქმნა ერთი ჩოჩქოლი; მითქმა-მოთქმა და ყიჟინა, წყაროზე თქმულმა ამბავმა სოფელზეც ჩამოირბინა: _ არიქათ, ტყი...ბებია, მე და ქათამი ფაციკოწავაბრძანეთ ფაციკო გასაყიდად ბაზარზე, ათი დღეა კვერცხს არ სდებს გადაეწყო კაკანზე. დაგვეხვივნენ მუშტრები: ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026