kids.ge logo

მეურნე იმედა

ფავორიტებში დამატება
მსურს მოგიყვეთ ამბავი,
ფრიად გასაკვირი,
ჰყავს ბიჭუნა იმედას,
ყურპარტყუნა ვირი.

განა მარტო ვირი ჰყავს,
ძროხა და ხბო ბოჩო,
წიწილები, მამალი,
დედლუყუნწა „ქოჩო.“
თხა,- ბაკუნა „ბეკეკო“,
ცხენი,ლეკვი „კისო“,
ინდარის ჭუკები,
პირცმაცუნა ფისო.
თასფერი თევზები,
გოჭუნტულა“ხუნაგა“,
თმახუჭუჭა ცხვარუკა,
თაგუნია „მსუნაგა.“
როცა მოდის ბაღიდან,
მეგობრები, ხვდებიან,
ჟრიმულით ,ბღავილით,
პატრონს ეგებებიან.
ფისო კნავის,წრიპინებს,
მომეშველე იმედა!-
ბოჩომ რძე შემისვრიპა,
ჩემთვის არ გამეტა.
ლეკვი კისო წკავწკავებს,
რა დარდი აქვს მასაც?
თურმე ციცქნა წიწილამ,
ძლიერ გააბრაზა.
ბღავის ცხვარი ბუნჩულა,
იმ თხამ წვერებ ცანცარამ,
შემიჭამა ბალახი,
ბაღი სულ მთლად გაცალა.
გებება იმედას,
ცრუპენტელა თაგუნა,
ინდარის ჭუკიამ,
თავთავი არ მარგუნა.
დედლუყუნწა ქოჩორამ,
დაასმინა მაკო,
კვერცხი უკვე დავდეო,
მაგრამ მან არ აღო.
ღიმება ბიჭუნას,
იცვლის ტანზე იმედა,
ი უკვე თქვენთან ვარ,
ყველა დაამედა.
მშივრებს მისი მიჰგვარა,
ცუღლუტები დასაჯეს,
როგორი მეურნეა,
მკითხველო თვით განსაჯე.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ფისო და ლისიაშარშან ფისო გვაჩუქეს, პაწაწინა კატუნა, მაგიდაზე ხტუნია, ანცი, თვალებხატულა, დაკუნტრუშებს ეზოში, ეს ქვეყან...არაჩვეულებრივი კონცერტიშეიკრიბა ერთ მუშტად, მომღერალთა დასი, უნდათ ყველას აჩვენონ, მათ სიმღერის კლასი. ყვანჩალა და ჭრიჭინა, კრაზ...მოსწავლე წიწილებიერთხელ მამალსაც მოუნდა, რომ გახდეს მასწავლებელი, ყველა წიწილა შეკრიბოს და გახსნას სასწავლებელი. აღზარდოს ...მკვეხარა მხატვარიიკვეხნის ბიჭი ზურაბი, არსად არ მყავსო ბადალი, ხელოვანი ვარ ნამდვილი, სასიქადულო მხატვარი. მეგობრებს, ყველ...მზე და მთვარე წაეკიდნენმზე და მთვარე წაეკიდნენ, არა მე და არა მეო, მზე ჰფიცავს,- დღე გავანათე, მთვარე ტირის,-მე ღამეო. ნეტავ რომ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026