kids.ge logo

ვაშა მას დღეს

ფავორიტებში დამატება
ვაშა მას დღეს, როს განმეღო ცის კარი!
განკვირვება მჭვრეტთ სასურვოდ ისმოდა!
ნათელსა ჰსთოვს აფროდიტი-ცისკარი,
ელვარობით ტოპაზის ტახტს ისმოდა!
მზედ ტურფაობს შვენებითა ის არე,
მელნის ტბანი ნარგიზთაგან ისარე;
სატრფოსათვის ზრო-ტანითა ისარე.
კეკლუც-ნაზად ერხედა, ისმოდა!
მის ბუნება ეხატება დარითა,
შვიდ მნათობთა უაღრესობს დარითა;
მას დინა რით ედრება და რითა?
შავ-გლახ გული მახვილებით ისმოდა!
დეს ვნახე ის პირ-მთვარე, ეზარა;
დონი ტკბილის ხმითა მეზარა;
მას თუ ვშორავ, ვეჭვ სიცოცხლეც მეზარა.
ცხოვრებისთვის აწ შარბათი ისმოდა!
ბროლსა და ძოწს თანხმობითა აგებსა.
ვინ მცბირობს, ენა მისთვის აგებსა;
ნუღარ ჰსჭმუნავ, - ქუფრად ბინდსა აგებსა!
ქვეყნისათვის ნელ-საცხებლად ისმოდა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დილას მთიებსდილას მთიებს აღმომჭვირვალს დახედა; მიცი, მზეებრ სხივთა მტყორცნის ისარად; გულო, ტრფობის კლასებს ზესთა დახე...მე შენმა ფიქრმა მიმარინდამე შენმა ფიქრმა მიმარინდა, ჩაველ ჭირებსა! ანდამატისებრ მიმიზიდავ, ვჰგავ ნამჭირვებსა! ვარდის ბაგენი შვენიე...შევკრთი, როს ვნახეშევკრთი, როს ვნახე წალკოტს მსხდომარე, სად ვარდი შლილა და შვენის არე, სხივთ მოფენილნი უცხოთ ზდილობენ. დავბ...მე მივხვდი მაგა შენსა ბრალებსამე მივხვდი მაგას შენსა ბრალებსა! მე განგიცხადებ დანამალებსა! რად არა ჰრიდენ განსაკრძალებსა, ხელი რად მიჰყ...ეტლზედეტლი სივრცით ცას გვარობს, თუ ვინ ჰყვა გზასა. სიგრძე მისისა გზისა არ გვარობს ცასა. მაშა ვითა ვსცნა? მსურს ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026