kids.ge logo

რაც არ იწვის, არ ანათებს

ფავორიტებში დამატება
რაც არ იწვის, არ ანათებს, -
ჩინარად ლპება ნელა.
მოდი, დამწვი, სიყვარულო,
მიშუქე, სადაც ბნელა!

ერთი წამიც კი სიცოცხლის,
თუ სხივების მომფენია,
სინათლოს და უგრძნობელს
საკუნეს მირჩევნია.

მართალია, მთას რომ დასთოვს,
თან სიგრილეც ბარში დაჰკრავს!
თავზე თეთრი, თმა ჭაღარა
გულს აგრილებს, გრძნობას სჩაგრავს;

მაგრამ ადგილს, ცეცხლის მფშვენელს,
სადაც სდაგავს გენია,
ეს კანონი საზოგადო
თავიდანვე ასცდენია.

პოტის გულს, გახურვებულს,
სადაც ელავს, ღელავს გრძნობა,
რას მოუშლის თმა ჭაღარა?
რას დააკლებს ხნოვანობა?

მრწამს სიწმინდე სიყვარულის
სევ ისე, როგორც ძველად,
და გულს ვუგებ საკურთხევლად,
ზედ სიცოცხლის დასაწველად!

თუმც ეს მსხვერპლი სადუმლო
სადუმლოდ იწვის, ქრება,
მაგრამ ზოგჯერ ჩუმ ტანჯვაშიც
რის დიდი ნეტარება…

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ღამურაერთმა უგნურმა თაგუნამ იუკადრისა თაგვობა, დასწყევლა თვისი გაჩენა, ბუნების იწყო მან გმობა: “იმ უსამართლო ბუ...მახეში გაბმული ჩიტიბავშვები: გაბმულხარ, ჩიტო, მახეში? გაჩერდი, ნუღარ ფართხალობ! ჩვენი ხარ, ვეღარ წაგვიხვალ, დაგვიმორჩილდი, რ...ახალი გზანუ იფიქრებ, დაგაყვედრო, შე მაცდურო ჩემო მუზა, იმისთვის, რომ შენის რჩევით ეკლიანი შემხვდა მე გზა! გმადლობ ...იმერული სიმღერაპატარა საყვარელო, რისთვის მომიკალ გული? გალიაში გაგზარდე, ვით მაისის ბულბული. შაქრით მყავდი გაზრდილი, შენ...ვაჟა-ფშაველასენას გიწუნებ, ფშაველო, მგოსანო მაღალ მთისაო, თუმც კი გვითესავ მარგალიტს!.. მკითხველიც იმას მკისაო! ჯერ არ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026