kids.ge logo

მზეო, გვესტუმრე

ფავორიტებში დამატება

უჰ, რამდენი ხანი
წვიმს და არ გადაღო,
სახლში ჯდომა მოგვბეზრდა
მე და ჩემს ორ დაკოს.

ზოში არ გვიშვებენ:
"წვიმს, ტალახი არიო,
მოითმინეთ, გამოვა,
მალე კარგი დარიო."

ყოველ დილით ფანჯრისკენ
ვიყურები იმედით,
იქნებ შეცდნენ პროგნოზში
"რუსთავ-2", "იმედი."

მაგრამ არა, წვეთები
წკაპუნობენ ჯიტად,
ნეტავი მზეს ჩვენს სურვილს
ნივი ვერ მიტანს?

მალე, მალე გვესტუმროს,
მხარე გაგვიმზინოს,
რათა გარეთ გაგვიშვან,
ზო ავახმინოთ.

ჩვენთან ვეპატიჟებით
ვით მეგობარს ერთგულსო,
მისოდ წვიმაში
ვერ ვთამაშობთ ჩვენ ბურთსო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყურძნის მკვახე მტევნებიდაუძახა დედიკომ თინიკოს და ლევანს, ნაღვლიანად დაჰყურებდა ყურძნის მკვახე მტევანს. -დედი, შენს თავს ვფიცავა...თხოვნაციყვუნია, ჩამო ხიდან, გამომართვი თხილი, აი, ვაშლიც მოგიტანე, გაისველე პირი. მზესუმზირასაც მოგართმევ, თუგი...* * *ჩემს მამიკოს, ჯაბას, ის ისეთი მარდია... შეეჯიბრეთ აბა. დაბლა ვეღარ ეტევა და ხტის მაღლა-მაღლა. ხომ ძალიან ...ზარმაცირა ჭკვიანი ფრინველია, დედიკონა თუთიყუში, უშეცდომოდ იმეორებს რასაც ჩუმად ეტყვი ყურში. გაკვეთილებს შევასწავ...პატარა ვაჟკაცის ფიქრები მიყვარს საქართველო ძლიერ, მინდორ–ველებით, მთით, ჯერ პატრა ვარ, მამულს რით გამოვადგე, რით? ჯერ არ შემიძლია...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026