kids.ge logo

ციური ხმები

ფავორიტებში დამატება
ციურნი ხმები —
ეგ საკვირვლები,
როს მომესმიან,
მსწრაფლ მომითხრობენ,
სადამ სრბიან
და სად სცხოვრობენ,
და ნელს სიხარულს
მიგალობებენ.
ციურნო ხმებო,
ოჰ, საკვირვლებო!
მეც ქვეყნის ხმითა,
ხმით ცოდვილითა,
მათ ვაძლევ ბანსა, —
და მშვიდობასა,
აღტაცებასა
ჰგრძნობს ჩემი გული
და შევჭვრეტ ცასა
განცვიფრებული.
ციურნო ხმებო,
ოჰ, საკვირვლებო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დაბნელდა სული, გარშემოც ბნელადაბნელდა სული, გარშემოც ბნელა, სიცივე მკვიდრობს ეხლა ჩემ გულში; აღარ მაქვს საზრდო სულისათვის მე არც სიძულ...ბაზალეთის ტბაბაზალეთისა ტბის ძირას ოქროს აკვანი არისო, და მის გარშემო, წყლის ქვეშე, უცხო წალკოტი ჰყვავისო. მწვანეა მუდ...ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!..ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!.. აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია, თუმცა ძველნი დაგშორდნენ...მესმის, მესმის სანატრელიმესმის, მესმის სანატრელი ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა! სიმართლის ხმა ქვეყნადა ჰქუხს დასათრგუნვლად მონობის...დაკარგული ედემივის უნახავს ის ედემი შლილი, სადაც ისე ტკბილ არ არის ძილი, როგორც ტკბილია გამოღვიძება; სადაც ბუნების თავის...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026