kids.ge logo

რეზიკო და სანდრიკო

ფავორიტებში დამატება

რეზიკო და სანდრიკო
ტყუპი ძმები არიან,
სათამაშოდ ეზოში
ერთად მიხარიათ.

ერთნარად იცვამენ,
ერთნარად დადიან’
ვერაფრით ვერ გაარჩევ,
თუ ვინ უფრო მარდია.

ძალზე მოუსვენრები,
ძალზე, ძალზე ცქვიტები,
ჰგვანან კურდღლის ბაჭიებს
გაწრიპული ბიჭები.

გაკვეთილზეც ცქმუტავენ,
წუთით ვერ ჩერდებიან,
მაგრამ გამოკითხვისას
სხაპასხუპით ყვებიან.

ერთად მტკიცედ არიან,
ვერაფერი აშინებთ,
ყველა კითხვას ერთ-ერთი
პასუხებს მაშინვე.

ჯერ ნორჩები არიან,
თამაშობით გართული,
უკვე უყვართ სამშობლო,
ჩვენი ენა ქართული.

ნამდვილ მამულიშვილთა
შემართება ექნებათ,
ლომის ორი ბოკვერი
საქართველოს ეზრდება.

ხვალინდელ დღის იმედად
და მომავლის საყრდენად,
წარმატება ვუსურვოთ
და სურვილთა ახდენა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

„ბატის ჭუკი“ზაფხულია, ცხელა, ცხელა, ეტანება წყლის პირს ყველა, წყალს წუთითაც არ შორდება ცუგრუმელა ჩვენი, ლელა. ცურავს,...ციცრებიმე და გივის დედიკომ მოგვიყვანა ციცრები, გასაოცრად ლამაზნი, ჭრელები და მშვიდები. თანაც გამბედავები, არაფერ...არჩევნები ტყეშიტყის მმართველი დათუნა, უეცრად გარდაცვლილიყო, იმ ტახტის დასაკავებლად, ამბავი ატეხილიყო... დათვის ვაჟიშვილს...საახალწლომრავალ ახალ წელს, ჩემო მამულო, ახალი გზნებით, დაგბედებოდეს სულ წინ სავალი ახალი გზები. მრავალ ახალ წელს კ...დიდი ბიჭიმე ხომ უკვე გავიზარდე, აღარა ვარ პატარა, მეყო უკვე, რაც დედიკომ თვის ნებაზე მატარა. ყოველ დილით მაძალებენ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026