kids.ge logo

ციცრები

ფავორიტებში დამატება

მე და გივის დედიკომ
მოგვიყვანა ციცრები,
გასაოცრად ლამაზნი,
ჭრელები და მშვიდები.
თანაც გამბედავები,
რაფერი აშინებთ,
მტერი თუ კი დალანდეს,
გაჰკივიან მაშინვე.
აფრთხილებენ მოძმეებს:
თავს უშველეთ ჩქარაო,
შეყუჟეთ ბუჩქებში
აქ სირბილი კმარაო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026