kids.ge logo

შემოდგომა

ფავორიტებში დამატება

მზისფერი და ოქროსფერი,
ხვავიანი,ლამაზი,
წელიწადის დროებს შორის
ბრწყინავს ,როგორც ალმასი.
თათარით და ჩურჩხელებით,
მაჭარით და ბადაგით,
ჩირით სავსე აივნებით,
ჭრელა-ჭრულა ფარდაგით.
გოგრებით და ყურძნის მთებით,
წაბლით,კომშით,ხურმებით,
გოგო-ბიჭის კისკისით და
ლამაზი შეხუმრებით ....
ფელამუშში ნიგვზებით და
ჩალა-თივის სურნელით,
ტყის პირებზე ასკილით და
წითელთვალა კუნელით.
შეპარული სიგრილით და
მონაბერი ნივით,
ჯახები სავსე ხვავით,
ვაშლით,მსხლით და ქლივით.
ხის გობიდან იცინიან
ბროწელი, სიმინდი,
მადლირი უნდა ვიყოთ
ბოძებული სიმდიდრის.
ვერ დაგვაკლოს ვერაფერი
ცხომ, მტრულად მოსულმა,
გაძლიერდი საქართველო,
შემოდგომა მოსულა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ციცქნა გოჭიდედა ღორს დააკლდა გოჭუნა თვლაში, მოქექა ეზო და არ მოხვდა თვალში, მივარდა სხვა გოჭებს,დაუწყო დათვლა, გოჭებ...კატა და თაგუნაგუშინ თაგვი შევნიშნე, სახლის ბოლოს კუთხეში. აქეთ კატა დარბოდა, მსუნაგი და უხეში. შეამჩნია თაგუნა ძველ პურ...ბაჭიკო და სტაფილოს კექსისაახალწლო სამზადისის დატრიალდა სურნელი, სტაფილოს კექსს უნაწილებს კურდღლებს დედა მზრუნველი. აფუსფუსდნენ ბა...მამალიუჰ, ისეთი მამალი მოგვიყვანეს სოფლიდან, სანახავად მეზობლის  ათი ბავშვი მოვიდა. ვერ გაბედა ვერც ერთმა ...ციყვი „მარდი“თბილ ბუხართან მიცუცქულა კუდფუმფულა ციყვი „მარდი“, ყბა აუკრავს საცოდავად, იქვე უდევს შოკოლადი....
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026