kids.ge logo

ბაჭიკო და სტაფილოს კექსი

ფავორიტებში დამატება

სახალწლო სამზადისის
დატრიალდა სურნელი,
სტაფილოს კექსს უნაწილებს
კურდღლებს დედა მზრუნველი.
ფუსფუსდნენ ბაჭიბი,
შემოუსხდნენ მაგიდას,
სავსე არის სუფრა ხვავით-
სულო-გულო, რა გინდა.
სტაფილოს კექსს ისე სჭამდნენ,
სუნთქვის დროც კი არ ჰქონდათ,
კომბოსტო და ოხრახუში
ნეტა ვიღას ახსოვდა.
თხუთმეტ წუთში თეფშზე კექსის
ნატამალიც არ იყო,
ერთი კითხვა აწუხებდა
ნაბოლარა ბაჭიკოს:
ვერ გავიგე სტაფილოს კექსს
სე რაზე დახარბდით?
მე მეგონა კექსის გულში
სტაფილოებს ვნახავდი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შემოდგომამზისფერი და ოქროსფერი, ხვავიანი,ლამაზი, წელიწადის დროებს შორის ბრწყინავს ,როგორც ალმასი. თათარით და ჩურჩხ...ჩოჩორიდაბაკუნობს მინდორში საყვარელი ჩოჩორი, თავი მოაქვს კიტრივით -შეუჭრია ქოჩორი. ნეტა ვინ შეუკრიჭა ასე კოხტად,...მამალიუჰ, ისეთი მამალი მოგვიყვანეს სოფლიდან, სანახავად მეზობლის  ათი ბავშვი მოვიდა. ვერ გაბედა ვერც ერთმა ...კატა და თაგუნაგუშინ თაგვი შევნიშნე, სახლის ბოლოს კუთხეში. აქეთ კატა დარბოდა, მსუნაგი და უხეში. შეამჩნია თაგუნა ძველ პურ...აქლემიცხელ ქვიშაში მორჩილად მიირწევა აქლემი, არ გეგონოთ ზარმაცი- ტვირთმზიდია ნაქები. შეეგუა უდაბნოს , ებრძვის ქ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026