kids.ge logo

ციყვი „მარდი“

ფავორიტებში დამატება

თბილ ბუხართან მიცუცქულა
კუდფუმფულა ციყვი „მარდი“,
ყბა აუკრავს საცოდავად,
იქვე უდევს შოკოლადი.

იმსუნაგა სახალწლოდ,
დახარბა თხილს და ნაყინს,
შოკოლადს კი მიყოლა
ერთი თეფში გოზინაყი.

არ შეერგო სასუსნავი,
ბლომად დარჩა რკოც და ტკბილიც,
აღვარღვარებს ცხარედ ცრემლებს-
ტკივა გამოხრული კბილი.

მიუყვანეს კოტე ექიმს,
არ აწვალა მანაც ბევრი,
სე მშვიდად ამოღო
კბილის პაწაწინა ნერვი.

დაუბჟინა,დაარიგა-
ცადე და მოხერხე:
ტკბილს ნუ შეჭამ და კბილები
დღეში ორჯერ გახეხე.

მადლიერმა ციყვუნიამ
დაფიცა ტყე და მდელო-
კოტე ექიმს მიუძღვნიდა
სახალწლოდ სადღეგრძელოს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

წინასაახალწლოფიფქმა თავი გამოყო უზარმაზარ ღრუბლიდან, გაეშურა მიწისკენ- გზაში დავლურს უვლიდა. იფარფატა,იბრუნა, იქროლა დ...აქლემიცხელ ქვიშაში მორჩილად მიირწევა აქლემი, არ გეგონოთ ზარმაცი- ტვირთმზიდია ნაქები. შეეგუა უდაბნოს , ებრძვის ქ...მამალიუჰ, ისეთი მამალი მოგვიყვანეს სოფლიდან, სანახავად მეზობლის  ათი ბავშვი მოვიდა. ვერ გაბედა ვერც ერთმა ...ჩოჩორიდაბაკუნობს მინდორში საყვარელი ჩოჩორი, თავი მოაქვს კიტრივით -შეუჭრია ქოჩორი. ნეტა ვინ შეუკრიჭა ასე კოხტად,...შემოდგომამზისფერი და ოქროსფერი, ხვავიანი,ლამაზი, წელიწადის დროებს შორის ბრწყინავს ,როგორც ალმასი. თათარით და ჩურჩხ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026