kids.ge logo

შემოდგომა

ფავორიტებში დამატება
რამოდენა ვენახია,
ან რამდენი ყურძენია!
რთველი დადგა, მოსაკრეფად
გამოსულან უთენია.

მე ვენახში პირველად ვარ,
ყველა ჩუმად მაკვირდება,
ჯერ არც კრეფა შემიძლია,
არც კალათის აკიდება.

არც იმაზე ვდარდობ, წლეულს
მოსავალი როგორია,
ჩემს წინ მწიფე ყურძნით სავსე
სამნარი გოდორია.

ერთში - თეთრი, ერთში - შავი,
ერთში კიდევ - ქარვისფერი...
ხან ერთს ვყლაპავ, ხან მერეს,
ლამის არის დავითვერი.

პატარა ვარ, გავიზრდები,
მოვა ჩემი გარჯის ჯერიც,
ჯერ ჯაგანი მომაწოდეთ,
ან აკიდო ამიჭერით.

რომ ყურძენი სახლის სხვენზე
ზამთარშიაც ეწყოს ბლომად...
უხვმა რთველმა, ბევრმა ხილმა
შემაყვარა შემოდგომა.

ნახატი ლექსები

ლექსზე „შემოდგომა“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026