kids.ge logo

აქლემი

ფავორიტებში დამატება

ცხელ ქვიშაში მორჩილად მიირწევა აქლემი,
არ გეგონოთ ზარმაცი- ტვირთმზიდია ნაქები.
შეგუა უდაბნოს , ებრძვის ქვიშის ქარიშხლებს,
ზურგზე ტონა ტვირთი აქვს ,დაღლილობას არ იმჩნევს.
ფახულებს წამწამებს , თვალებს იცავს ქვიშისგან,
ნესტობიც შეკეცა-არ იბნევა შიშისგან.
ქვიშაშიც არ ეფლობა, ტერფებს ფართედ აბიჯებს ,
ყველა ნდობით მიჰყვება მის მოზომილ ნაბიჯებს.
კუზში ცხიმი ბლომად აქვს,წყალს ათი დღე არ დალევს,
ცერცვეკალას მიირთმევს ,რძით ახარებს პატარებს .
ხორცს და ბეწვსაც იძლევა,კოზაკს ზრუნვას არ აკლებს,
ღვთის საჩუქრად გაუჩნდა ბედუინთა ბანაკებს.
მორჩილი და თბილია,მზრუნველი და საქები,
ყველას ემედება უდაბნოში აქლემი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კატა და თაგუნაგუშინ თაგვი შევნიშნე, სახლის ბოლოს კუთხეში. აქეთ კატა დარბოდა, მსუნაგი და უხეში. შეამჩნია თაგუნა ძველ პურ...სურვილი თოვლის პაპასრა მზიანი ზამთარი გვაქვს, ზაფხულივით დარია, წელიწადის ეს დროები ნეტა ვინმემ არია? დედას გულით ვეხმარები ,...ბაჭიკო და სტაფილოს კექსისაახალწლო სამზადისის დატრიალდა სურნელი, სტაფილოს კექსს უნაწილებს კურდღლებს დედა მზრუნველი. აფუსფუსდნენ ბა...ციცქნა გოჭიდედა ღორს დააკლდა გოჭუნა თვლაში, მოქექა ეზო და არ მოხვდა თვალში, მივარდა სხვა გოჭებს,დაუწყო დათვლა, გოჭებ...წინასაახალწლოფიფქმა თავი გამოყო უზარმაზარ ღრუბლიდან, გაეშურა მიწისკენ- გზაში დავლურს უვლიდა. იფარფატა,იბრუნა, იქროლა დ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026