kids.ge logo

წინასაახალწლო

ფავორიტებში დამატება

ფიფქმა თავი გამოყო
ზარმაზარ ღრუბლიდან,
გაშურა მიწისკენ-
გზაში დავლურს უვლიდა.
იფარფატა,იბრუნა,
იქროლა და აცეტდა,
დაჯახა სხვა ფიფქებს,
მათთან ერთად აცეკვდა.
გადათეთრდა გარემო,
დაფიფქნენ ნაძვები,
გუნდავეს ბავშვებმა,
შეწითლდათ ღაწვები.
გაკეთეს თოვლისგან
მომღიმარი ბაბუა,
ღობის წვერზე შესკუპდა
გულწითელა ღაბუა.
ახმაურდა გარემო,
ცუგაც ყეფით დარბოდა,
მაშხალების სვეტები
ცაში ცეცხლად არბოდა.
ხაროდათ პატარებს,
ვაჟას,კოტეს ,ბერიკას,
ლოცავდნენ ერთმანეთს -
,,მრავალ ახალ წელიწადს!“

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კატა და თაგუნაგუშინ თაგვი შევნიშნე, სახლის ბოლოს კუთხეში. აქეთ კატა დარბოდა, მსუნაგი და უხეში. შეამჩნია თაგუნა ძველ პურ...ციცქნა გოჭიდედა ღორს დააკლდა გოჭუნა თვლაში, მოქექა ეზო და არ მოხვდა თვალში, მივარდა სხვა გოჭებს,დაუწყო დათვლა, გოჭებ...წიწილადაიკარგა წიწილა, დარბის წიავ-წიავით, მოყვითალო ბუმბულებს უფრიალებს ნიავი. აქეთ კრუხი ქოთქოთებს, ჰკიცხავს ...მამალიუჰ, ისეთი მამალი მოგვიყვანეს სოფლიდან, სანახავად მეზობლის  ათი ბავშვი მოვიდა. ვერ გაბედა ვერც ერთმა ...ბაჭიკო და სტაფილოს კექსისაახალწლო სამზადისის დატრიალდა სურნელი, სტაფილოს კექსს უნაწილებს კურდღლებს დედა მზრუნველი. აფუსფუსდნენ ბა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026