kids.ge logo

მელას ფუჭი ოცნება

ფავორიტებში დამატება
უღრან ტყეში ცუნცულებდა,
მელაკუდა ძალზედ ფლიდი,
ქურდბაცაცა, ფრინველების
მოყვარული იყო იგი.

დამშელი სოფლისაკენ,
გაშურა, განვლო ხიდი,
მდინარესთან დანახა,
მოჭრილი ხე, დიდზე დიდი.

იმ ხის მორზე დასკუპულა,
მომღერალი ჭრელი ჩიტი,
მელაკუდა ეპარება,
თავს აგულებს, აჰა!-მიდი!-

ვერ მოგართვეს ფლიდო მელავ,
მორიდან ხტის ტოტზე ჩიტი,
მატყურამ მოფიქრა,
გამართოს ფრინველს ფლირტი.

ჩაახველა იწყო მღერა,
მოწონა თვისი ხიტი.
მელას ხმა რომ გაგონა,
ძლიერ დაფრთხა ჩვენი ჩიტი,

უფრო მაღალ ტოტზე დახტის,
აქვს პაწიას შიში, რიდი,
მოდი ერთად ვიმღეროთო,
დაუქნია მელამ თითი,

ჩიტმა ჩვენი დუტიო,
ვერ შედგება, არის მითი.
რა ქნას მელამ აღარ იცის,
კუჭი უკვე უწყებს ღიტინს.
---------------------

ხან აქედან, ხან იქედან,
წრე დაარტყა ალბათ ათი,
რაფერი არ გამოდის,
ვერ შეწყო ხასიათი.

ჩიტი კვლავაც აჟღურტულდა,
უი,-როგორ გამაცინე!
-მელა ხედავს,თოფით ხელში,
მოდის ტყისკენ მონადირე.

ქეთ ეცა, იქეთ ეცა,
იქვე სორო ნახა ახლოს,
მაგრამ მისთვის პატარაა,
იმ სოროში ზღარბი სახლობს.

რომ შეხედა ზღარბუნიამ,
სტუმრადა ჰყავს წუწკი მელა,
დამრგვალდა და გაბუსხა,
და ეკალი ურჭო ხელად.

ვაი ვიშით გამოვარდა,
სამალიდან ჩვენი გმირი,
სიმწრისაგან იკვანწება,
არ ასვენებს მას ტკივილი.

კვნესოდა და ღრილებდა,
ბედშავს გზაზე შეხვდა ტურა,
კალი მან ამოუძრო,
მელამ კი ტყეს მიშურა.

ხახამშრალმა, დანანებით,
გაიხსენა თვისი ფლირტი,
მაინც რას გამაძღებდაო,
პაწიო იგი ჩიტი?

გული ასე დაიმშვიდა,
და დაცხრო მშიერ კუჭი,
არ მარგებსო ტყუილ დარდი,
და ოცნება მეტად ფუჭი.

შელასლასდა მის სოროში,
ჩვენი მელაკუდა ქურდი,
და ბალიშად ამოდო,
მან ფუმფულა გრძელი კუდი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დასჯილი ფისოთათს ყოფს აკვარიუმში, ეფერება თევზებს, დაისაჯა ფისუნა, კუთხეში დგას, ფეხზედ. ვერ გაიგო, ჩაფიქრდა, -ასე რა...მეოცნებე მფრინავიპეტიკოს ძლიერ ეამა, სიცხეში ხეთა ჩრდილები, გადაწყვიტა რომ იქ დაჯდეს, ისწავლოს გაკვეთილები. წიგნები სკამზე...ზარებიბავშვებს სკოლისკენ უხმობენ, რეკენ ჟღრიალა ზარები, თავქუდმოგლეჯით გარბიან, ცელქები, აბეზარები. მიისწრაფვია...მეხანძრე სპილოგუდაც უკვე მობრძანდა, რომ გიამბოთ ზღაპარი, როგორ ცუდად მოიქცნენ, დათო, ზვიო, ბაქარი. ლაშქრობაზე წავიდნენ,...მკვეხარა მხატვარიიკვეხნის ბიჭი ზურაბი, არსად არ მყავსო ბადალი, ხელოვანი ვარ ნამდვილი, სასიქადულო მხატვარი. მეგობრებს, ყველ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026