kids.ge logo

აქლემი

ფავორიტებში დამატება

ცხელ ქვიშაში მორჩილად მიირწევა აქლემი,
არ გეგონოთ ზარმაცი- ტვირთმზიდია ნაქები.
შეგუა უდაბნოს , ებრძვის ქვიშის ქარიშხლებს,
ზურგზე ტონა ტვირთი აქვს ,დაღლილობას არ იმჩნევს.
ფახულებს წამწამებს , თვალებს იცავს ქვიშისგან,
ნესტობიც შეკეცა-არ იბნევა შიშისგან.
ქვიშაშიც არ ეფლობა, ტერფებს ფართედ აბიჯებს ,
ყველა ნდობით მიჰყვება მის მოზომილ ნაბიჯებს.
კუზში ცხიმი ბლომად აქვს,წყალს ათი დღე არ დალევს,
ცერცვეკალას მიირთმევს ,რძით ახარებს პატარებს .
ხორცს და ბეწვსაც იძლევა,კოზაკს ზრუნვას არ აკლებს,
ღვთის საჩუქრად გაუჩნდა ბედუინთა ბანაკებს.
მორჩილი და თბილია,მზრუნველი და საქები,
ყველას ემედება უდაბნოში აქლემი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩოჩორიდაბაკუნობს მინდორში საყვარელი ჩოჩორი, თავი მოაქვს კიტრივით -შეუჭრია ქოჩორი. ნეტა ვინ შეუკრიჭა ასე კოხტად,...ბაჭიკო და სტაფილოს კექსისაახალწლო სამზადისის დატრიალდა სურნელი, სტაფილოს კექსს უნაწილებს კურდღლებს დედა მზრუნველი. აფუსფუსდნენ ბა...ზარმაცის ეჭვიჭიანჭველას შემოუდევს ზურგზე დიდი ტვირთი, მერამდენე გზას აკეთებს-უკვე ვეღარ ვითვლი. მეც შემეძლოს ნეტა ასე ...ციცქნა გოჭიდედა ღორს დააკლდა გოჭუნა თვლაში, მოქექა ეზო და არ მოხვდა თვალში, მივარდა სხვა გოჭებს,დაუწყო დათვლა, გოჭებ...სურვილი თოვლის პაპასრა მზიანი ზამთარი გვაქვს, ზაფხულივით დარია, წელიწადის ეს დროები ნეტა ვინმემ არია? დედას გულით ვეხმარები ,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026