kids.ge logo

ჩოჩორი

ფავორიტებში დამატება

დაბაკუნობს მინდორში
საყვარელი ჩოჩორი,
თავი მოაქვს კიტრივით
-შეუჭრია ქოჩორი.
ნეტა ვინ შეუკრიჭა
სე კოხტად,ლამაზად?
მგონი ჩვენი ჩოჩორი
მელამ გალამაზა.
მელაკუდა დალაქმა
თხებსაც შეჭრა ქოჩორი,
მაგრამ სად ისინი და
სად ლამაზი ჩოჩორი?!
თხები შურით აივსნენ,
მოწამლეს ფიქრები
-დიდი რომ გაიზრდები
ყურშა ვირი იქნები.
-არც თქვენ გალამაზდებით,
რომ ჩაგაცვან ფარჩები,
წვერცანცარა თხები ხართ
და მასეთად დარჩებით!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

აქლემიცხელ ქვიშაში მორჩილად მიირწევა აქლემი, არ გეგონოთ ზარმაცი- ტვირთმზიდია ნაქები. შეეგუა უდაბნოს , ებრძვის ქ...მამაცი ლეკვიწვიმდა და ყველა გარბოდა სადღაც, აგერ, ეზოში,ჩვენს კოხტა ბაღში, წვიმის წვეთებში ამოლუმპული წიწილა, ლეკვთან...წიწილადაიკარგა წიწილა, დარბის წიავ-წიავით, მოყვითალო ბუმბულებს უფრიალებს ნიავი. აქეთ კრუხი ქოთქოთებს, ჰკიცხავს ...კატა და თაგუნაგუშინ თაგვი შევნიშნე, სახლის ბოლოს კუთხეში. აქეთ კატა დარბოდა, მსუნაგი და უხეში. შეამჩნია თაგუნა ძველ პურ...მამალიუჰ, ისეთი მამალი მოგვიყვანეს სოფლიდან, სანახავად მეზობლის  ათი ბავშვი მოვიდა. ვერ გაბედა ვერც ერთმა ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026