kids.ge logo

* * *

ფავორიტებში დამატება

პატარა ვარ?
რა, დიდი!
გუშინ გავხდი ექვსის,
მალე სკოლის კარს შევაღებ,
მელის ჩემი მერხი.

დედიკოს გულს გავახარებ,
განა ბევრი უნდა?
რომ ვისწავლო ათიანზე,
ცოტაც იყოს თუნდაც.

მეყოლება მეგობრები,
ლიზი, გვანცა, ნუცა,
ყველა ისე მეყვარება,
როგორც მათ გულს უნდა.

მასწავლებელს არასოდეს
გავაბრაზებ ვფიცავ,
მაგრამ ცოტას თუ ვიცელქებ,
არ გამიწყრეს მინდა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბეღურები,,მთელი ღამე ამ ფანჯრებთან, გავატარეთ ამრეზით, დილის შუქმაც არ გაგვიღო, ბერიკაცის სარკმელი, მოვიწყინეთ, მ...თოვლი მოსულა,,ოჰ, ეს რა დიდი თოვლი მოსულა, გადაათეთრა მთათა კალთები, თოვლის ბაბუა რომ გავაკეთო, დილით ყველაზე ადრე ავ...იაია, ია ლურჯთვალებავ, ყლორტით კაბას მალავ, საოცარი სურნელება, მოაფრქვიე მთა-ბარს. ჩუმად, თოვლში მიმალული, ...გაზაფხულიგადარეულა გაზაფხული გიჟმაჟურ ჟინით, ფეხშიშველი და სველი კალთით მორბის მთებისკენ, თოვლის ლარნაკებს წვეთი-წ...შემოდგომის ხალიჩებსყვითელ ხალიჩებს ქსოვს მიწა, ფოთლებს აცლის ხე-ბუჩქებს, ქარბორბალა ვალსს აცეკვებს, ფოთოლცვენის მზე გუნდებს....
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026