kids.ge logo

დილას მთიებს

ფავორიტებში დამატება
დილას მთიებს აღმომჭვირვალს დახედა;
მიცი, მზეებრ სხივთა მტყორცნის ისარად;
გულო, ტრფობის კლასებს ზესთა დახედა,
რადგან სატრფოს სამყარო უძს ის არად.

განმაკვირვებს მნათობს ჩემთვის უდარე,
დღე დისკოებრ, ღამე ცთომილს უდარე;
წყი, მომკლავს მზადა ჰქონან სუდარე;
ტკბილს ნარგიზებრ ჲინდნი [!?] გარ სცვენ ისარად.

ბროლ საშუალ ლალი ისპობს ღაწვები,
ვარდნი ჰბაგობს მისის ეშხის ღაწმები,
მარგალიტთა წყობილი მცეს ღაწვები,
წყალობით მაჭკნობს, იჩნევს ის არად.

მაღრიბ მზეობს, მაშრიბს შექმნენ მწველადა,
ლახვრით დამჭერ, სისხლით მორწყენ მწველადა,
რაზომც მრისხავ, კვლავ ეტკბობის მწველადა,
რად ვერ მიცნობ მე სხვა ვარდი ისარად.

მკვდარ-ქენილ გულსა განმითენე, მო, არე,
ვარდ-უწყალობავ, მუშთარი მოარე!
ვიცი შენით დამშვენდება მოარე,
მა ყარიბს თავ უჩნო საქმისარად!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ხმა სირინოსხმა სირინოს, თმა-ღულამბარ-წინამოს, დამქროლო ნიავო, არვედ ეარე! მზე-აპოლოს, დისკო უძღვენ წინამოს, შვიდთა მ...ცრემლთა ისარნიცრემლთა ისარნი მოსისხარნი ჩვენდა არენით ილმენით გულნი ჭირ-ნახულნი, შეგვიწყნარენით! უცხონი თემით სოფლის ცე...პირ ზამბახნიპირ ზამბახნი, ღაწვნი ვარდნი სად არი? სახე სავსე მთვარის მზგავსი, სადარი; ბროლის ცაზედ ქუფრად ხალნი იმკობი...ამბავს ავწერ ადრინდელსაა. ამბავს ავწერ ადრინდელსა, აღმკულების აღმკობასა, ბ. ბულბულ ბევრად ბუდობასა, ბედისაგან ბირებასა, გ. გულთ ...მარად შენ მიმაჩნდემარად შენ მიმაჩნდე ჩემს დამფარველად! მუნითა ვარდს მიფენ, ვით ამბარებით. ვიცი დღენი მიხსენი შენს დამსახმელ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026