kids.ge logo

ჩიჩილაკი

ფავორიტებში დამატება

ღებენ თხილის ტოტს და
თლიან, თლიან, თლიან, თლიან....
სახალწლოდ უნდა დადგან
-მიხვდი?
-ჩიჩილაკი ჰქვია!
თხელ ანათალს ვერც დაითვლი:
გაბევრდება ერთი ასად,
მზეს ჰგავს ჩვენი ჩიჩილაკი
გაგვინათებს სხივით სახლსაც.
საშობაოდ მზეც ხომ ასე
მომატებს სხივს და ნათელს?!
თლიან,თლიან, ჩიჩილაკიც
სინათლის ხედ იქცა, ნახე?
გადმოშალა სხივის ღვარი:
ეს მშვიდობის, ეს ბარაქის,
ეს სიკეთის ნიშნად არის.
დღე იზრდება, სხივნათელობს,
ბნელს და ყინვას გადასძალავს,
მალე გაზაფხულიც მოვა,
და დედამზის ვიგრძნობთ ძალას.
მედის და სინათლის ხევ,
მოდი, მოგრთოთ, ჩიჩილაკო!
სიხარული ერქვას მინდა
სამყაროსთვის შენ ტკბილ ნაყოფს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბებოს ლხინი- აბა, ჩემო სანოვაგევ ხვავისა, იქეც სტუმრის და მასპინძლის ხალისად! მადლი უფალს, რომ გვარგუნა ლუკმა, მალე ...კესოს ლექსიესო-მესო, გაჩნდა კესო! სხივად შეემატა დღესო, როცა სძინავს _ მთვარესა ჰგავს, როცა ღვიძავს _ დილის მზესო. ქ...მუხლუხოს მუხუდოერთი საწყალი კალია დახანხალებდა მშიერი. გზად ნათლიმამა მუხლუხო შემოხვდა, დინჯი იერით. შეატყო, რომ ჩვენს კ...ქარ-წვიმაშიღამეა და ზუის ქარი, კედლებს გააქვთ ჭრაჭა-ჭრუჭი, საბუდარში, დედის ფრთებქვეშ, ფშვინავს ორი ბატის ჭუკი. ერთი...ნეტავ მართალი თუა?მელანოს დევუკელები უკვე სკოლაში შესულან! გუშინ რომ ფაფას ლოკავდა, ის დევიც შვიდის შესრულდა. - სკოლაში რას...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026